ექსტრა-ლორი

ექსტრა-ლორი

სპეციალურად ამ დრაჟესთვის შერჩეული მცენარეული ნაკრები, თაფლი და პროპოლისი - ყელის ტკივილის, ღრძილების პრობლემების დროს საყოველთაოდ აღიარებული საშუალებებია. რეკომენდებულია ცხვირ-ხახისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ბავშვებში და მოზარდებში.

ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), პროპოლისი, თაფლი, ცვილი, ევკალიპტის, გულყვითელას ყვავილების, კრაზანას, ბეგქონდარას და მუხის ქერქის ექსტრაქტები.

✔️გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიმიკრობული მოქმედება.
✔️ახასიათებს ანტისეპტიკური, აგრეთვე, დამარბილებელი და ამოსახველებელი მოქმედება.
✔️აქვს სპაზმოლიტიკური, შემახორცებელი, აღმდგენი და ჰემოსტატიკური მოქმედება.
✔️ სპობს პათოგენურ მიკროორგანიზმებს პირის ღრუში, ცხვირხახაში და ზედა სასუნთქ გზებში. აფერხებს და ხელს უშლის კარიესის, პაროდონტიტის და სხვა ჩირქოვანი და ანთებითი დაავადებების განვითარებას პირის ღრუში, ცხვირხახაში და ზედა სასუნთქ გზებში.
✔️ცხვირხახასა და ზედა სასუნთქ გზებში უზრუნველყოფს ფიზიოლოგიური პროცესების სწორად წარმართვას.
✔️ ხელს უწყობს საკვების მონელებას და შეთვისებას, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში თრგუნავს ლპობის პროცესებს.
✔️ ხელს უწყობს საკვების მომნელებელი ორგანოების სეკრეტორული მოქმედების გაძლიერებას, განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებში ყაბზობის დროს. 

✔️პირის ღრუს, ცხვირხახის, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, მწვავე რესპირატორული ინფექციები.
✔️ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები: ტონზილიტი, ლარინგიტი, ლარინგოტრაქეიტი, ბრონქიტი, მწეველის ხველება.
✔️ზედა სასუნთქი გზების სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციები, ანგინები.
✔️ბავშვთა ინფექციური დაავადებები (ჩუტყვავილა, წითურა, წითელა).
✔️სინუსიტები, ალერგიული რინიტი, პოლინოზი, ადენოიდები.
✔️ კარიესი, პაროდონტიტი, პაროდონტოზი, ღრძილებიდან სისხლდენა.
✔️ კოლიტი, ენტეროკოლიტი, ყაბზობა.
✔️ ჭარბი ოფლიანობა. 

დიდებში: 1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წთ-ით ადრე.
ბავშვებში: 1/2 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
3 წლამდე: 10-12 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.

ფასი: 300გ - 91₾