კვების ფაქტორს უდიდესი როლი აქვს სპორტის გარკვეულ სახეობებში, როცა კუნთოვანი მასის განვითარების ფონზე, სხეულის საერთო მასის შემცირება ხდება. სწორად შერჩეული საკვები, ზედმიწევნით პასუხობს სპორტსმენის ორგანიზმის მოთხოვნებს, რაც აუცილებლად აისახება საუკეთესო სპორტულ შედეგებში. და პირიქით, კვების რაციონისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის შეუთავსებლობა, შესაძლოა ორგანიზმის ზრდისა და განვითარების შემაფერხებელი მიზეზი გახდეს, ხოლო ფიზიკურ დატვირთვას დადებითის ნაცვლად, უარყოფითი ეფექტი მოჰყვეს.
სპორტული შეჯიბრებების დროს, სპორტსმენის ორგანიზმი ძლიერ ფსიქო-ემოციურ დატვირთვას განიცდის, რაც ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვან პროცესებს იწვევს და ქსოვილებში მთელი რიგი ნივთიერებების, მათ შორის შეუცვლელი ამინომჟავების დაშლის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ხშირად სპორტსმენებს ფიზიკური ვარჯიში მკაცრ ბუნებრივ პირობებში უხდებათ. შესაბამისად, მათ მაღალ დონეზე უნდა ჰქონდეთ განვითარებული ორგანიზმის დამცავი სისტემა, რომ განსაკუთრებულ პირობებშიც კი ფიზიკური მდგრადობა შეინარჩუნონ.
- დრაჟე „ხლებინა“ - მოგეხსენებათ, რომ პირველი, რაზეც ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმს მოთხოვნა უჩნდება, ცილებია. დრაჟე შეიცავს ჭეოს (ფუტკრის პურს), რომელიც მდიდარია ცილებით, შეუცვლელი ამინომჟავებით, A, B ჯგუფის, P და E ვიტამინებით, მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით. „ხლებინა“ სწრაფად აღადგენს დახარჯულ ენერგიას, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის გადიდებას, მოზარდებში ასტიმულირებს სიმაღლეში ზრდას.