fbpx
loader image

ფუტკრის შხამი დედა და მუშა ფუტკრების სპეციალური ჯირკვლებით გამოიყოფა. ფუტკარი შხამს თავდაცვისთვის გამოიყენებს. ეს არის გამჭირვალე, ბლანტი სითხე, მწარე გემოთი და მძაფრი სუნით, რომელიც თაფლის სუნს მოგვაგონებს. შხამის ქიმიური შემადგენლობა რთულია.

ის შეიცავს ამინომჟავების კომპლექსს, ცილებს, მინერალურ და ცხიმოვან ნივთიერებებს, მარილმჟავას, ორთოფოსფორულ და ჭიანჭველმჟავას (მჟავები, რომლებიც ფუტკრის დანესტვრისას წვის შეგრძნებას იწვევენ), მიკროელემენტებს: კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას. შეიცავს ნორადრენალინს, მძლავრ ტკივილგამაყუჩებელ პეპტიდ – ადოლანინს, რომელსაც გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანთების საწინინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ფერმენტ მელიტინს, რომლის წყალობითაც აქვს მვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ფუტკრის შხამის მცირე დოზები ადამიანის ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აღადგენს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აფართოებს სისხლძარღვებს, სისხლში ადაბლებს ქოლესტერინს, აყუჩებს ტკივილს, ზრდის საერთო ტონუსს და შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს ძვლის ტვინის მუშაობას, შედეგად იზრდება ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რიცხვი, დაბლდება სისხლის შედედების უნარი, რაც მნიშვნელოვანია ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის. ახდენს ნერვებისა და კუნთების აღგზნებადობის აღდგენას, აუმჯობესებს ძილს.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ფუტკრის შხამი" A few seconds ago
Copy link
Powered by Social Snap