loader image
ტენტორიუმის საფუტკრეები Previous item კომპანიის შესახებ Next item ქარხანა

ტენტორიუმის საფუტკრეები

კომპანია ტენტორიუმს გააჩნია თავისი საფუტკრეები. თაფლის მოპოვება ძირითადად შემდეგი საფუტკრეებიდან ხდება:

  • საფუტკრე  „დათვების ველი“, რომელიც პერმის რაიონში მდებარეობს
  • საფუტკრე  „ოსინოვოს ტბა“, რომელიც პერმის ოლქის კუნგურის რაიონში მდებარეობს
  • საფუტკრეები ვიშერის ნაკრძალში

ტენტორიუმი ცდილობს უძველესი მეფუტკრეობის ტრადიციების აღორძინებას. ამიტომაც საფუტკრეებში ტრადიციული სკების მაგივრად ბორტები აქვთ გამოყენებული. საფუტკრეებში ტრადიციული სკების მაგივრად ბორტებია გამოყენებული.

ბორტი ნიშნავს ხის ფუღუროს, სადაც ველური ფუტკრები ცხოვრობენ. ბორტის თაფლი სკის თაფლისგან იმით განსხვავდება, რომ სრულყოფილად ასწრებს დამწიფებას, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, შემოდგომისას იღებენ. ბორტის ფიჭები არ იდება თაფლსაწურში, მას პრესავენ, ამიტომაც იგი შეიცავს ფუტკრის თითქმის ყველა პროდუქტს: ყვავილის მტვერს, ჭეოს, ცვილს.
ბორტებში ფუტკრების ცხოვრება მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივ პირობებს. ველური ფუტკრები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე სკის ფუტკრები, თაფლის მოსაპოვებლად ისინი წვიმიან ამინდშიც კი გადიან. 1,5 საათით დიდხანს მუშაობენ. ბორტის თაფლი შედარებით უფრო ძვირია, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილებია სადაც მსგავსი ბორტებია. „ტენტორიუმის“ საფუტკრეებში გამოყენებულია ე.წ. კოლოდები. კოლოდა -იგივე ბორტია, ოღონდ არა მთლიან ხეზე, არამედ გადაჭრილზე. კოლოდებშიც ფუტკარი ზუსტად ისევე ცხოვრობს და თაფლსაც ისევე მოიპოვებს, როგორც ბორტში. ამიტომ „ტენტორიუმის“ საფუტკრეების თაფლი ერთ-ერთი უძვირფასესია ევროპაში.

საფუტკრე „კრაზანას ბუდე“ მდებარეობს კუნგურის რაიონში, კარსტული ტბის სანაპიროზე, სპასის მთის ძირზე.
ეს ადგილი უნიკალურია – სილვენის ნაკრძალს, სადაც საფუტკრე მდებარეობს, ბოტანიკურ ფენომენს უწოდებენ. ამ ადგილას შეიძლება შეხვდეთ ისეთ მცენარეებს, რომელიც მხოლოდ ამ ნაკრძალში იზრდება, შესაბამისად აქ მოპოვებულ თაფლს გააჩნია სრულიად უნიკალური თვისებები.

საფუტკრე შეიქმნა როგორც ექსპერიმენტალური, სადაც მოიპოვება თაფლი, ცვილი, ჭეო, ფუტკრის რძე და პროპოლისი. აქ გადის აპრობაციას ბორტებისა და კოლოდების ტექნოლოგიები. აგრეთვე მსურველებს შეუძლიათ მეფუტკრეობის შესწავლა. ეს საფუტკრე ყველაზე ახლოს მდებარეობს ადმინისტრაციულ კომპლექსთან, „ტენტორიუმ ჰოლთან“, 30 კილომეტრით არის დაშორებული პერმს.

ფუტკრები აქ მოთავსებულია კოლოდებში და სკებში. კოლოდები დამზადებულია ფოთლოვანი ხეებისგან. ფუტკრები ზამთარსაც აქ ატარებენ თოვლქვეშ. ასეთ პირობებში მეფუტკრეს არ შეუძლია აკონტროლოს და დაეხმაროს ფუტკარს გამოზამთრებაში, ამიტომ აქ მხოლოდ ძლიერი ფუტკრის ოჯახები არიან, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის დაუხმარებლად გამოიზამთრონ თოვლქვეშ.
2005 წელს ამ საფუტკრის ბაზაზე შეიქმნა „ტენტორიუმის“ პირველი ბორტები, იმავე წელს მიღებული იქნა პირველი მოსავალი. რა თქმა უნდა, ფუტკრის პროდუქტების მოსავალი მცირე იყო, მაგრამ სამაგიეროდ მან დაამტკიცა, რომ კოლოდების და ბორტების თაფლი და ცვილი საგრძნობლად  განსხვავდება სკის ამავე პროდუქტებისგან.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ტენტორიუმის საფუტკრეები" A few seconds ago

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap