loader image

პროპოლისი

პროპოლისი(ფუტკრის წებო) – ფუტკრების მიერ სხვადასხვა ხეებისა და ბუჩქების კვირტებისგან მოგროვებული კუპრისებრი ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია. მცენარეები გამოიმუშავებენ სპეციალურ კუპრისებრ ნივთიერებებს, რომლებითაც  კვირტებს (ფოთლების ნაზ ჩანასახებს) უცხო მიკროორგანიზმებისგან იცავენ.  

პროპოლისის სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო ცნობილი. მეფუტკრეობის ეს უძვირფასესი, უნიკალური პროდუქტი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს – სკაში უზრუნველყოფს თითქმის იდეალურ სტერილობას. პროპოლისის ბიოლოგიური თვისებების (ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიტოქსიური, ტკივილგამაყუჩებელი, მარეგენერირებელი, იმუნომოდულატორული, სიმსივნის საწინააღმდეგო და სხვ.) მრავალფეროვნებას მასში შემავალი ბიოფლავონოიდები, არომატული მჟავები და ეთერზეთები განსაზღვრავენ. პროპოლისი ამაღლებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ამტანობას გარემოს არასასურველი ფაქტორებისადმი.

პროპოლისი საკვებ პროდუქტებში ლიდერია ანტიოქსიდანტური აქტიურობისა და ბიოფლავონოიდების* შემცველობის მიხედვით. იგი იცავს იმუნურ სისტემას და ეხმარება უჯრედებს თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფასა და გამოდევნაში.                                                                                                                                                            
*ბიოფლავონოიდები – მცენარეული წარმოშობის ვიტამინის მსგავსი ნივთიერებები (რუტინი, კვერცეტინი, კატეხინი და სხვები). ხელს უწყობენ C ვიტამინის შეთვისებას, ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ განვლადობას, აჩერებენ ლიპიდების ზეჟანგურ დაშლას (დაჟანგვის საწინააღმდეგო მოქმედება), დადებითად მოქმედებენ ღვიძლის მუშაობაზე, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "პროპოლისი" A few seconds ago

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap