fbpx
loader image
კომპანიის შესახებ Next item ტენტორიუმის საფუტკრეები

კომპანიის შესახებ

„ტენტორიუმი“ მსოფლიოში ყველაზე დიდ ფუტკრის პროდუქტების გადამამუშავებელ, სამრეწველო-კვლევით ჰოლდინგს წარმოადგენს. კომპანია პროდუქციის დასამზადებლად ფუტკრის ყველა პროდუქტს იყენებს, მას უმატებს სამკურნალო მცენარეებს და იქმნება უნიკალური აპიფიტოპროდუქცია (აპი-ფუტკარი, ფიტო-სამკურნალო მცენარე). აპიფიტოპროდუქცია – ფუტკრისა და სამკურნალო მცენარეებისგან მიღებული გამაჯანსაღებელი პროდუქტია. ადამიანის ორგანიზმი ფუტკრის ნაწარმს ითვისებს მთლიანად, დანაკარგების გარეშე, ხოლო სამკურნალო მცენარეები უზრუნველყოფენ მათ ტრანსპორტირებას შესაბამის ორგანოში. ჩვენი პროდუქცია  უნარჩუნებს ადამიანს ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობას, აქვს საერთო გამაჯანსაღებელი მოქმედება, მობილიზაციას უკეთებს ორგანიზმის რესურსებს, არეგულირებს სიცოცხლის რიტმს, აფერხებს დაბერების პროცესებს, უზრუნველყოფს აქტიურ ხანგრძლივ სიცოცხლეს.
ტენტორიუმის პროდუქცია არის ნატურალური, არ შეიცავს კონსერვანტებს და ქიმიურ დანამატებს. პროდუქცია დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით, ცივი, კრიოგენული მეთოდით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა პროდუქტში ბუნებრივად შენარჩუნებული იქნეს ფუტკრის პროდუქტებში შემავალი ფერმენტები, ამინომჟავები, მთელი ვიტამინური კომპლექსი და მიკროელემენტები. ტენტორიუმის პროდუქცია არ არის ფარმაცევტული პრეპარატი და ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბადი), არამედ საკვები პროდუქტია, გამოხატული გამაჯანსაღებელი ეფექტით. არ აქვს უკუჩვენება, გარდა თაფლის აუტანლობისა. ასევე, არ აქვს გვერდითი მოვლენები, არ არის ალერგიული, არ აზიანებს ღვიძლს, პირიქით, ნებისმიერი დრაჟე ან თაფლის კომპოზიცია არის საუკეთესო ჰეპატოპროტექტორი. პროდუქცია შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერ ფარმაცევტულ პრეპარატთან ერთად. აპიფიტოპროდუქტები აძლიერებენ მედიკამენტებისა და სხვა სამკურნალწამლო საშუალებების სასარგებლო თვისებებს, არბილებენ მათ გვერდით მოვლენებს, არ საჭიროებს ექიმის დანიშნულებას, არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვები: მათი მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში ჩვილობიდან მოხუცებულობამდე, ორსულების ჩათვლით.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "კომპანიის შესახებ" A few seconds ago
Copy link
Powered by Social Snap