აღწერა
ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) აერთიანებს მთელ რიგ სიმპტომებსა და ცვლილებებს ორგანოებში და ქსოვილებში. ამ დროს აღინიშნება თირეოდიტული ჰორმონების დაბალი შემცველობა სისხლში, რომელიც გამოწვეულია სეკრეციის შემცირებით ან მეტაბოლიზმის დაჩქარებით. ჰიპოთირეოზის მიზეზი შესაძლებელია იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: თირეოდიტი, აუტოიმუნური თირეოიდიტი ჰაშიმოტო, ასევე ოპერაციების დროს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება. ყველაზე ხშირად კი ჰიპოთირეოზი გამოწვეულია ორგანიზმში იოდის უკმარისობით (ენდემური ჩიყვი).
ჰიპოთირეოზის ყველაზე ხშირი სიმპტომებია: ასთენია (უღონობა), სხეულის მასის მომატება უმადობის ფონზე, შეშუპება, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, მახსოვრობის დაქვეითება. გულ-სისხლძარღთა სისტემის მხრიდან გამოხატულია ბრადიკარდია და დაბალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტერინი სისხლში. კუჭ-ნაწლავის მხრიდან შესაძლებელია ყაბზობა და მეტეორიზმი. დაავადების პროგრესირებისას ჰორმონალური დარღვევების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური ან კვანძური ხასიათის ზომებში მატება.
ფუტკრის პროდუქტების გამოყენება ენდემური ჩიყვის დროს არეგულირებს და ნორმაში მოყავს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემები. „ტენტორიუმის“ პროდუქტებიდან რეკომენდებულია:
- „ეი-პი-ვი“ – აქვს შეშუპებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, განსაკუთრებით რეკომენდებულია ტოქსიკური და აუტოიმუნური ჩიყვის დროს. გამოხატული რეგენერაციის უნარისა და გამწოვი ეფექტის ხარჯზე აღადგენს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ სტრუქტურას.
- დრაჟე „აპი-სპირა“ – დრაჟე შეიცავს ყვავილის მტვერსა და წყალმენარე სპირულინას, ამიტომ განსაკუთრებით მდიდარია იოდით, კალციუმით და ამინომჟავებით, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს. დადებითად მოქმედებს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე.
- „აპიხიტი“ – დაბალმოლეკულურ ქიტოზანს ახასიათებს მძლავრი ლიპოტროპული ეფექტი, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ასტიმულირებს ნაწლავების პერესტალტიკას. ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების აღმოფხვრას და წონის კორექციას. მას შეუძლია შებოჭოს და ორგანიზმიდან გამოდევნოს ტოქსინები, მძიმე მეტალები, თავისუფალი რადიკალები, იმუნური კომპლექსები (ანტიგენი-ანტისხეული-კომპლემენტი). ამცირებს აუტოიმუნური ანთების აქტიურობას, ხსნის კაპილარულ სპაზმს.
გამოხატული ასთენიის, შეშუპებისა და ჭარბი წონის დროს დამატებით რეკომენდებულია დრაჟე „აპი-ელიტე“– სპეციალურად შერჩეული სამკურნალო მცენარეების ნაკრები არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და ზედმეტ სითხეს. ხელს უწყობს წონის კორექციასა და შეშუპებების აღმოფხვრას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.