loader image

ჯანსაღი თვალები

115.00

კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, ხელოვნური განათების შუქზე კითხვა, გენეტიკური მემკვიდრეობა – ეს ყველაფერი, და არა მარტო, ძალიან უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე.
სტატისტიკაც საკმაოდ საგანგაშოა – ყოველ მესამე ადამიანს მხედველობის პრობლემა აწუხებს. მათგან უმეტესობას ეს პრობლემები ბავშვობის ასაკში აღენიშნება.
ოფთალმოლოგიაში აპიფიტოპროდუქციას უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ, დღესაც აპიფიტოპროდუქტები მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად საკმაოდ აქტუალურია.

კატეგორია: Product ID: 1741

აღწერა

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად გთავაზობთ ძალზედ ეფექტურ კომპლექსს:
1. „ჩერნიკა“ – დრაჟე ჭეოსთან ერთად შეიცავს მოცვის კენკრას. მოცვი დამსახურებულად ითვლება მხედველობისთვის ერთ–ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად. თანამედროვე მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომ მოცვი ამახვილებს მზერას, ხსნის თვალის დაღლილობას ხელოვნურ შუქზე, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას. იგი აღადგენს ორგანიზმის სხვა ფუნქციებსაც, მძლავრად ეწინააღმდეგება მის დაბერებას. მოცვი შეიცავს გლიკოზიდურ ნაერთ მირტილინს, რომელიც უზრუნველყოფს ღამის ხედვის გაუმჯობესებას, ააქტიურებს თვალის იმ პიგმენტებს, რომლებიც ფერების სწორ აღქმას უზრუნველყოფენ. ამავე დროს, დიდი რაოდენობით შეიცავს ფლავონოიდებს (ანტოციანებს) – აქტიურ ნაერთებს, რომლებიც ამაგრებენ ბადურას, კაპილარებს, აძლიერებენ მხედველობითი რეცეპტორების მგრძნობიარობას. კენკრის თვისებებს მაქსიმალურად აძლიერებს სასარგებლო ნივთიერებების უმდიდრესი ნაკრები, რომელსაც შეიცავს თაფლი და ჭეო. ჭეო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ბეტა–კაროტინს, რომელიც შემდგომ, ადამიანის ორგანიზმში, A ვიტამინად გარდაიქმნება. A ვიტამინი შედის თვალის ბადურის მხედველობის პიგმენტის შემადგენლობაში და თვალს იცავს მხედველობის გაუარესებისაგან, აგრეთვე განაპირობებს ფერების სწორ აღქმას. მოცვისა და ფუტკრის პროდუქტების უნიკალური კომბინაცია საშუალებას აძლევს ორგანიზმს დაიკმაყოფილოს იმ ნივთიერებების დღეღამური ნორმა, რომლებიც აუმჯობესებენ მხედველობას და აძლიერებენ იმუნიტეტს.
2. „ეი-პი-ვი“ – პროპოლისის წყალხსნარი, უნიკალური კომპაქტური, საწვეთურიანი საშუალება, რომელიც ასუფთავებს თვალს, აგვარებს ანთებით პროცესებს და უზრუნველყოფს თვალის კუნთებისა და სისხლძარღვების კვებას, იცავს თვალს გადაღლისგან, აუმჯობესებს მხედველობას. შეიცავს მაღალხარისხოვან პროპოლისს, რომელიც გახსნილია ვერცხლით ბიდისტილირებულ, შუნგირებულ წყალში.
პროპოლისი მძლავრი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის ბლოკავს მიკრობის გამრავლებას, მიკრობი ვერ მრავლდება და ავადმყოფობა თანდათან ქრება. ამასთან ერთად პროპოლისი ააქტიურებს რეგენერაციისა და გაწმენდის მექანიზმებს და ამას აკეთებს ძალიან ფაქიზად, ისე, რომ არ ვნებს ორგანიზმს.

პროგრამის ფასი მითითებულია ბარათის მფლობელთათვის.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ჯანსაღი თვალები" A few seconds ago

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ჯანსაღი თვალები“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap