აღწერა
წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალურია რესპირატორული ვირუსული ინფექციები. ეს არის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით ვრცელდება და რომლის გამოწვევი პათოგენური ვირუსია.
დაავადდებით თუ არა, ან როგორ გადაიტანთ რესპირატორული ინფექციას ეს ჩვენი ორგანიზმის იმუნიტეტზეა დამოკიდებული. ორგანიზმში იმუნიტეტზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, იმუნური სისტემაა.
იმუნურ სისტემის ფუნქციონირების დარღვევების დროს ზიანდება მთელი ორგანიზმი და პირიქით,იგი საკმაოდ მგრძნობიარეა სხვა ორგანოების მუშაობის დარღვევებზე. ზუსტადაც, იმუნური სისტემის მდგომარეობა განაპირობებს დაავადდება თუ არა ადამიანი, რომელიმე ინფექციასთან კონტაქტის შემდეგ, ან როგორ წარიმართება დაავადება.
იმუნიტეტი ადამიანის შინაგანი დაცვაა, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს იცავს ინფექციური დაავადებებისგან, აგრეთვე ფსიქოლოგიური დისკომფორტისგან. რაც უფრო ძლიერია იმუნიტეტი, უფრო ნაკლებია ქრონიკული დაავადებებისა და ინფექციების განვითარების ალბათობა, მით უფრო კარგ განწყობაზე ვართ. იმუნიტეტის გაძლიერებით ბოლომდე თუ ვერ შევძლებთ ამ დაავადებების პრევენციას, აუცილებლად შევასუსტებთ მის მიმდინარეობას და იოლად გადავიტანთ.
თუ თქვენთვის ძვირფასია საკუთარი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა, მაშინ იმუნიტეტზე უნდა იზრუნოთ. სუსტი იმუნიტეტის დროს ადამიანი მაგნიტივით იზიდავს ვირუსებსა და მიკრობებს.
იმუნიტეტის აღსადგენად და ფიზიოლოგიურ დონემდე ასამაღლებლად გთავაზობთ იმუნიტეტის გამაძლიერებელ პროგრამას. პროგრამაში შემავალი ფუტკრის პროდუქტები, ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ფილტვებსა და მთელს სასუნთქ სისტემას ვირუსებისგან. ასევე, აძლიერებს ორგანიზმს , საუკეთესოა როგორც პრევენციისთვის, ისე სამკურნალოდ. პროგრამა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან:
- „ფორმულა რა“ – ყვავილის მტვერის, ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტისა და პროპოლისის შემცველი დრაჟე ორგანიზმს ამარაგებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ამაღლებს იმუნიტეტს, ორგანიზმს ამდიდრებს ჟანგბადით, იცავს სასუნთქ სისტემას, აღადგენს ფილტვსა და ბრონქებს
- „პროდუქტი N3“ – პოლიფრაქციული პროპოლისის წყალხსნარია, რომელსაც აქვს მძლავრი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ბალზამი მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია, ამაღლებენ იმუნიტეტს და აჯანსაღებენ ორგანიზმს.
- „აპიტოკი“ – ფუტკრის რძისა და პროპოლისის შემცველი თაფლის კომპოზიციაა, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. უძლიერესი იმუნომოდულატორია. აქვს საერთო გამაჯანსაღებელი, ანტივირუსული და მატონიზირებელი მოქმედება.
საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია სამივე პროდუქტის ერთდროულად მიღება, რადგან მხოლოდ კომპლექსური მიღება იძლევა საუკეთესო და სწრაფ შედეგს.
ამასთან ერთად გირჩევთ დაიცვათ საკმაოდ მარტივი წესები, რომლებიც დაგეხმარებათ იმუნიტეტის შენარჩუნება – გაძლიერებაში.
- ძილი – დღე-ღამეში არა ნაკლებ 8 საათი.
- სწორი კვება
- ჯანმრთელობისთვის და იმუნიტეტისთვის ძალიან სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშები, აქტიური ცხოვრების წესი: ეს შეიძლება იყოს ფეხით სეირნობა, ველოსპორტი ან სატრენაჟორო დარბაზში ხშირი სტუმრობა.
პროგრამის ფასი მითითებულია ბარათის მფლობელთათვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.