fbpx
loader image

ქრონიკული დაღლილობა

209.00

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ეს არის დაავადება, რომელიც განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული. მას ცივილიზაციის დაავადებასაც უწოდებენ. პირველად ის ამერიკელმა მკვლევარმა ა.ლოიდმა 1984 წელს აღწერა მას შემდეგ, რაც ამერიკის პატარა ქალაქ ინკლაინ-ვილიჯში დაავადების 200-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. ეს დაავადება ყოველწლიურად სულ უფრო მასობრივ ხასიათს იღებს და არა მხოლოდ ზრდასრულებში, არამედ მოზარდებსა და ბავშვებშიც ვლინდება.

კატეგორია: Product ID: 1732

აღწერა

შრომისუნარიანობის დაქვეითება, ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევა – ქრონიკული დაღლილობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია. სხვათა შორის, მკვლევართა ნაწილი აგრესიის მომატებასა და კრიმინოგენური ფონის გაუარესებასაც ცივილიზაციის ამ დაავადებას უკავშირებს.

ქრონიკული დაღლილობა, რომელსაც ამ სინდრომის დროს განიცდის ადამიანი, ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც არ ქრება და დროთა განმავლობაში გონებრივი თუ ფიზიკური შრომის უნარს საგრძნობლად აქვეითებს. თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი უმთავრესად ეკოლოგიურად დაბინძურებული რეგიონების პრობლემა იყო, რადგან რადიაციის მაღალი დონე და მავნე ქიმიური ნივთიერებები ნეგატიურად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ასუსტებს მას და ამით ხელს უწყობს ფარული ვირუსების გააქტიურებას. ვირუსული ინფექცია, თავის მხრივ, აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
განასხვავებენ დაღლილობის ორ სახეს – ფიზიოლოგიურსა და პათოლოგიურს.
დაავადების ეთიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ დიდი როლი ამ დაავადების განვითარებაში მაკრო- და მიკროელემენტების დეფიციტს (განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი), კვებით ალერგიებს, ფსიქო-ემოციურ დატვირთვებს და ვირუსულ ინფექციებს ეკუთვნის.
ამ სინდრომის მკურნალობა საკმაოდ რთულია, ხშირ შემთხვევაში კი არაეფექტური. მკურნალობაში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა დიეტას – საკვები უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად ნატურალური.
ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული, ენდოკრინული და იმუნური სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას. სწორედ ამ სისტემების მწყობრიდან გამოსვლა უწყობს ხელს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარებასა და პროგრესირებას. ქრონიკული დაღლილობა დაქვეითებული იმუნიტეტის ერთ-ერთ გამოვლინებადაც მიიჩნევა.
იმისათვის, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომმა არასდროს დაგრიოთ ხელი ჩვენ ორ  პროდუქტს გთავაზობთ:

  1. დრაჟე „ბიაქტივი“ – ტენტორიუმის მიერ შექმნილი უნიკალური პროდუქტია. რომლის შემადგენლობაშიც შედის ორი ძლიერი ბიოსტიმულატორი კედარის გირჩის თხილი და ფუტკრის რძე. კედარის გირჩის თხილი მდიდარია მცენარეული წარმოშობის ლიპიდებითა და პროტეინებით, ამინომჟავებითა და დეფიციტური მიკროელემენტებით. სადედე ფუტკრის რძე, მრავალკომპონენტიანი საკვებია, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, მინერალურ ნაერთებს, C, B, A ჯგუფის ვიტამინებს. დრაჟეს გამოყენება უზრუნველყოფს მაღალ სასიცოცხლო ტონუსსა და სიმხნევის განწყობას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად აღადგენს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებს, სწრაფად აღადგენს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. დრაჟე „ბიაქტივი“ პირდაპირ ნაჩვენებია ქრონიკული დაღლილობის, ფიზიკური და ფსიქონევროლოგიური გადაღლილობის, სტრესისა და ძილის დარღვევის დროს.
  2. დრაჟე „ტენტორიუმ პლიუსი“ – დრაჟეს შემადგენლობის მთავარი აქტიური კომპონენტია ყვავილის მტვერი, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფერმენტებით. დრაჟე ამაღლებს იმუნიტეტს, სწრაფად აღმოფხვრის ნებისმიერი ვიტამინისა და მინერალური ნივთიერების დეფიციტს. სწრაფად აღადგენს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. აქვს მატონიზირებელი, დამამშვიდებელი და ანტისტრესული მოქმედება. შეუცვლელი პროდუქტია ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.

 

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ქრონიკული დაღლილობა" A few seconds ago

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ქრონიკული დაღლილობა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap