აღწერა
სპორტსმენების კვების რაციონი, პირველ რიგში, უნდა იყოს დაბალანსებული ზოგადი პრინციპების საფუძველზე და მდიდარი ყველა იმ ვიტამინითა და მიკროელემენტით, რომელიც მას ფიზიკური დატვირთვის პროცესში დახარჯული ენერგიის აღდგენაში დაეხმარება.
კვების ფაქტორს უდიდესი როლი აქვს სპორტის გარკვეულ სახეობებში, როცა კუნთოვანი მასის განვითარების ფონზე, სხეულის საერთო მასის შემცირება ხდება. სწორად შერჩეული საკვები, ზედმიწევნით პასუხობს სპორტსმენის ორგანიზმის მოთხოვნებს, რაც აუცილებლად აისახება საუკეთესო სპორტულ შედეგებში. და პირიქით, კვების რაციონისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის შეუთავსებლობა, შესაძლოა ორგანიზმის ზრდისა და განვითარების შემაფერხებელი მიზეზი გახდეს, ხოლო ფიზიკურ დატვირთვას დადებითის ნაცვლად, უარყოფითი ეფექტი მოჰყვეს.
სპორტული შეჯიბრებების დროს, სპორტსმენის ორგანიზმი ძლიერ ფსიქო-ემოციურ დატვირთვას განიცდის, რაც ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვან პროცესებს იწვევს და ქსოვილებში მთელი რიგი ნივთიერებების, მათ შორის შეუცვლელი ამინომჟავების დაშლის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ხშირად სპორტსმენებს ფიზიკური ვარჯიში მკაცრ ბუნებრივ პირობებში უხდებათ. შესაბამისად, მათ მაღალ დონეზე უნდა ჰქონდეთ განვითარებული ორგანიზმის დამცავი სისტემა, რომ განსაკუთრებულ პირობებშიც კი ფიზიკური მდგრადობა შეინარჩუნონ.
1. მოგეხსენებათ, რომ პირველი, რაზეც ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმს მოთხოვნა უჩნდება, ცილებია. „ტენტორიუმი“ პროტეინებით მდიდარ დრაჟე „ხლებინას“ გთავაზობთ. „ხლებინა“ შეიცავს ჭეოს (ფუტკრის პურს), რომელიც მდიდარია ცილებით, შეუცვლელი ამინომჟავებით, A, B ჯგუფის, P და E ვიტამინებით, მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით. „ხლებინა“ სწრაფად აღადგენს დახარჯულ ენერგიას, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის გადიდებას, მოზარდებში ასტიმულირებს სიმაღლეში ზრდას.
2. რაც შეეხება ნახშირწყლებს, ისინი ენერგიის ძირითადი წყაროა კუნთების მუშაობისას, ამიტომ ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშისას მათზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება. თუმცა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თუ ნახშირწყლებს მხოლოდ დავხარჯავთ და არ მოვამარაგებთ ჩვენს ორგანიზმს, ამან შესაძლოა მიგვიყვანოს სისხლში გლუკოზის შემცველობის მნიშვნელოვან შემცირებამდე. ამ შემთხვევისთვის „ტენტორიუმი“ საუკეთესო ენერგეტიკულ პროდუქტს – დრაჟე „ბიაქტივს“ გთავაზობთ. „ბიაქტივი“ორ მძლავრ ბიოსტიმულატორს: კედარის გირჩის ნაყოფს და ფუტკრის რძეს შეიცავს. ორივე ეს პროდუქტი ცალ-ცალკე მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ერთად კი საუკეთესოდ ავსებენ როგორც ერთმანეთს, ასევე ორგანიზმს, მისთვის აუცილებელი ენერგიით. დრაჟეს გამოყენება უზრუნველყოფს მაღალ სასიცოცხლო ტონუსსა და სიმხნევის განწყობას.
3. ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას ჭარბი ოფლის გამოყოფა ხდება, რაც ზრდის ორგანიზმის მოთხოვნას კალიუმზე, კალციუმზე, ფოსფორზე, მაგნიუმზე, რკინასა და ნატრიუმზე. ამ შემთხვევისთვის გთავაზობთ ბალზამ „ასილს“, რომელიც სწრაფად შეავსებს მნიშვნელოვანი მიკროელემენტებისა და მინერალების დეფიციტს, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმსა და სხვა ადამიანისთვის აუცილებელ მიკროელემენტს და ვიტამინს. „ასილი“ ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვებისადმი და სწრაფად აღადგენს დახარჯულ ენერგიას.
„ტენტორიუმის“ აპიფიტოპროდუქტების გამოყენება პროფესიონალური სპორტის გარდა რეკომენდებულია ფიტნესში და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის.
ამრიგად, ჩვენი პროდუქცია სრულად პასუხობს ყველაზე ენერგიული და აქტიური ადამიანების მოთხოვნებსაც კი. „ტენტორიუმთან“ ერთად ადვილია იცხოვრო აქტიურად, ყოველთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო, ახალგაზრდულად და ენერგიულად გრძნობდე თავს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.