აღწერა
თანამედროვე ცხოვრება სავსეა სტრესებით. რადგან ადამიანი საერთო ეკოსისტემაა, სტრესი აისახება არამარტო ჩვენს ემოციებზე, არამედ ყველა ორგანოზე. ნებისმიერი სტრესი ორგანიზმისთვის სპაზმია, ხოლო ფუტკრის პროდუქტებს აქვთ დამამშვიდებელი, ანტისტრესული და სპაზმოლიტიკური მოქმედება. ამიტომ ფუტკრის პროდუქტები საუკეთესოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდაც და მისი პროფილაქტიკისთვის. კომპანია „ტენტორიუმმა“ შექმნა უნიკალური ფორმულები, სადაც ერთმანეთს არის შეხამებული ფუტკრის პროდუქტებისა და სამკურნალო მცენარეების თვისებები. კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად რეკომენდებულია შემდეგი პროდუქტები:
- პროგრამა „ჟკტ-ულტრა“, რომელიც დაგვეხმარება საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში და დაავადებების სეზონური გამწვავების პროფილაქტიკაში. პროგრამა „ჟკტ-ულტრა“ ხელს უწყობს მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაჯანსაღებასა და მოწესრიგებას. იგი რეკომენდებულია მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.პროგრამაში შედის სამი პროდუქტი: – „აპიფორმულა 1“ – აქვს ანთების და წყლულის საწინააღმდეგო მოქმედება. აქრობს კუჭის არეში არასასიამოვნო შეგრძნებებს, ტკივილს, აგრეთვე გულძმარვას, შებერილობას და სხვა დისპეპსიურ მოვლენებს. უზრუნველყოფს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაცვასა და აღდგენას, აფერხებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების განვითარებას და გამწვავებას.- „აპიფორმულა 2“ – დრაჟეს ახასიათებს რბილი ნაღველმდენი და პანკრეოსეკრეტორული მოქმედება. უზრუნველყოფს ჰეპატიტისა და ქრონიკული ქოლეცისტიტის პრევენციასა და მკურნალობას. არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, წმენდს და იცავს მათ პარაზიტებისგან.– „აპიფორმულა 3“ – დრაჟეს სპეციალური ფორმულა აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრესის) და ნაწლავების სეკრეტორულ ფუნქციებს. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. დადებითად მოქმედებს და ააქტიურებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებას.
- ბალზამი „ეი-პი-ვი“ – პროპოლისის წყალხსნარი. კვლევებით დადასტურებულია, რომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის აღსადგენად, წყლულოვანი პროცესების სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა პროპოლისი. მას გააჩნია ანთების და წყლულის საწინააღმდეგო, ლორწოვანის აღმდგენი მოქმედება. „ეი-პი-ვი“ – შეუცვლელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და ანთებითი პროცესების დროს. პროპოლისში შემავალი აქტიური ნივთიერებები ასტიმულირებენ ეპითელიზაციას, აჩქარებენ წყლულების შეხორცებას. „ეი-პი-ვი“ კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი ზედაპირის ნერვულ დაბოლოებებს იცავს გაღიზიანებისგან, ხელს უწყობს სისხლდენების, ექსუდაციის, ტკივილის შემცირებას.
- „აპი-ხიტი“ – დაბალმოლეკულური ქიტოზანისა და სოჭის ექსტრაქტის შემცვლელი ბალზამია, საჭმლის მომნელებელი ორგანოების სამკურნალო შეუცვლელ პროდუქტია. არის ეფექტური ენტეროსორბენტი, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, ხელს უწყობს ნაწლავის რეგულარულ დაცლას. მოქმედებს არჩევითად – ორგანიზმიდან გამოდევნის მხოლოდ მავნე ნივთიერებებს, ტოქსინებს. ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდას, მისი ფუნქციის ნორმალიზებას და მიკროფლორის აღდგენას.
პროგრამის ფასი მითითებულია ბარათის მფლობელთათვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.