აღწერა
თმის ცვენა, იგივე ალოპეცია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და თვალსაჩინო პრობლემაა. დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ენდოკრინული დაავადებები, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, იმუნური სტატუსის ცვლილებები, ქრონიკული ინფექციის კერები, გენეტიკური ფაქტორები, მიკროელემენტების დისბალანსი, აგრესიული შამპუნებისა და გარემოს მავნე ზემოქმედება თამაშობს.
თმის ცვენა, როგორც წესი, მიკროელემენტების უკმარისობით, სტრესით ან ჰორმონალური დისბალანსით არის გამოწვეული. ამიტომ, თმის ცვენის შესაჩერებლად, ადგილობრივი საშუალებების გარდა, აუცილებელია ფუტკრის პროდუქტების შინაგანი გამოყენება.
ჩვენს პროგრამაში შედის პროდუქტები, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინს, მიკროელემენტს, რომელიც მნიშვნელოვანია თმის აქტიური ზრდისთვისთვის, მისი სიჯანსაღისთვის. ეს პროდუქტები თავის კანში და თმის ბოლქვებში აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და შესაბამისად უზრუნველყოფს მის სრულფასოვან კვებას. ასევე აწესრიგებს ჰორმონალურ დისბალანსს, ამაღლებს იმუნიტეტს. თმის ცვენის დროს რეკომენდებული პროდუქტებია:
- დრაჟე „აპი-სპირა“– ეფექტურად აღმოფხვრის B ჯგუფის და A ვიტამინების, რკინის, იოდის, სელენის და სხვა მიკროელემენტის დეფიციტს, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს თმის ცვენას. დრაჟე უზრუნველყოფს თმის ცვენის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრას: ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას, ჰორმონალური დარღვევების პრევენციას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების გაუმჯობესებას.
- ბალზამი „ეი-პი-ვი“-გამოხატული სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება. ამაღლებს როგორც საერთო, ასევე ადგილობრივ იმუნიტეტს. აუმჯობესებს თმის ბოლქვების სისხლძარღვების მიკროცირკულაციას, შესაბამისად თმის ძირების კვებას. აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს თმის ზრდას. ეფექტურია, როგორც ბუდობრივი, ასევე დიფუზური თმის ცვენის დროს.
- თმის ძირების გამამაგრებელი – აღადგენს და აუმჯობესებს თმის ფოლიკულებში ჟანგბადის მიწოდებას, კვებას და რეგენერაციას. ეფექტურად აჩერებს თმის ცვენას.
- თმის ბალზამი – შეიცავს ფუტკრის შხამს, რომელიც თმის ზრდის ერთ–ერთი უძლიერესი ბუნებრივი სტიმულატორია. თმის ბოლქვებში აღადგენს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს თმის ძირების კვებას. აჩერებს თმის ცვენას და ასტიმულირებს თმის ზრდას.
„ტენტორიუმის“ უნიკალური პროდუქტები დაგეხმარებათ საკმაოდ გავრცელებული პრობლემის ალოპეციის შესაჩერებლად და მისი მავნე შედეგების შესამცირებლად.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.