fbpx
loader image

დეტოქს პროგრამა

242.00

ზედმეტი კილოგრამები, ჭარბი წონა, დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება – ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. ვინ იცის რამდენი დრო დაგვიკარგავს ამ პრობლემის გადაჭრის გზის ძიებაში. იმისათვის, რომ ყოველგვარი სტრესის გარეშე დავემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს, აუცილებელია სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება.
„ტენტორიუმის“ დეტოქს-პროგრამა – რომელშიც ფუტკრის პროდუქტებთან ერთად სამკურნალო მცენარეებიც შედის, სწორედ რომ სწორი კვებაა. რადგან საკვებს ვიღებთ ფუტკრის პროდუქტების სახით და შედეგს ორგანიზმის გამართული მუშაობით ვაღწევთ. „ტენტორიუმის“ დეტოქს-პროგრამა  აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, ხელს უშლის ზედმეტი ცხიმების შეწოვას. თავიდან აგაცილებთ ბევრ დაავადებას, მოგიხსნით ქრონიკულ დაღლილობას, მოგაშორებთ ცხიმებს და ზედმეტ სითხეს. ამ პროგრამის ჩატარება ძალზე მარტივია და შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. ის განსაკუთრებით მათთვისაა რეკომენდებული, ვისაც სწრაფად სურს დაკლება.

კატეგორია: Product ID: 11392

აღწერა

კომპანია „ტენტორიუმი“ ნივთიერებათა ცვლის აღმდგენი და შესაბამისად წონის კორექციის 15 დღიან დეტოქს-პროგრამას გთავაზობთ. ჯანმრთელობისთვისაც და ზედმეტი წონისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის აღდგენა და მოწესრიგება.
სხვა დიეტებისგან განსხვავებით წონის კორექციის დეტოქს-პროგრამა სხვა არაფერია, თუ არა ჯანსაღი კვება უჯრედულ დონეზე, ფუტკრის პროდუქტებთან ერთად. „ტენტორიუმის“ პროდუქტებით ორგანიზმის დეტოქსი – ეს არის მეთოდი, რომელიც  ზედმეტ კილოგრამებთან ერთად თავიდან აგაცილებთ ბევრ დაავადებას, მოგიხსნით ქრონიკულ დაღლილობას, მოგაშორებთ ცხიმებსა და ზედმეტ სითხეს. დეტოქს-პროგრამა აღადგენს ნივთიერებათა ცვლას, აჩქარებს მეტაბოლიზმს.  მეტაბოლიზმის  მოწესრიგებისა და დაჩქარების გარეშე რაც არ უნდა დიეტა დავიცვათ და მკაცრად შევზღუდოთ საკვების მიღება, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ.
პროგრამა 15 დღიანია:
პირველი 5 დღის განმავლობაში ხდება ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, ზედმეტი სითხის გამოდევნა, შეშუპებების ალაგება.
შემდეგი 5 დღის განმავლობაში ჩქარდება მეტაბოლიზმი, უფრო ინტენსიური ხდება ცხიმების დაშლა, ხდება უჯრედების განახლება და გაახალგაზრდავება, ორგანიზმი სრულყოფილად მარაგდება ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით.
ბოლო 5 დღეს  ხდება მდგომარეობის სტაბილიზაცია, ორგანიზმი ეჩვევა სწორ კვებას, ინარჩუნებთ მიღებულ შედეგს და სამუდამოდ ემშვიდობებით ზედმეტ კილოგრამებს.
ამ პროგრამის ჩატარება ძალზე მარტივია და შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. ის განსაკუთრებით მათთვისაა რეკომენდებული, ვისაც სწრაფად სურს დაკლება.

წონის კორექციისთვის რეკომენდებულია შემდეგი პროდუქტები:

  • დრაჟეაპიელიტე– აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს მადას
  • დრაჟეაპიფორმულა 3“ – აწესრიგებს ნახშირწყლოვან ცვლას, გამოდევნის ზედმეტ სითხეს და ტოქსინებს
  • ჯანჯაფილის ექსტრაქტიიმბირი – აჩქარებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს საკვების მონელებას
  • აპიხიტი – ამცირებს კანქვეშა ცხიმს, წარმატებით ებრძვის ცელულიტს. ნაწლავებში აფერხებს ცხიმების შეწოვას

ტენტორიუმის ექსკლუზიური 15 დღიანი წონის კორექციის პროგრამა შედგება 2 ეტაპისგან:

I ეტაპი – „წონის სწრაფი კლება
ამ ეტაპზე, პირველი 3 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მხოლოდ ფუტკრის პროდუქტები. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ხნის განმავლობაში საკვების ნაცვლად ღებულობთ ტენტორიუმის პროდუქტებს, ორგანიზმი არ იფიტება, პირიქით, ტონუსშია და თავს შესანიშნავად გრძნობთ და სამუდამოდ ემშვიდობებით ზედმეტ კილოგრამებს. ამ ეტაპზე საკვებიდან ნებადართულია წიწიბურა ან ჰერკულესი, აგრეთვე მწვანე ჩაი და უშაქრო ყავა.

  • დილას ვიწყებთდრაჟე „აპი–ელიტეთი“ -1 ჩაის კოვზ დრაჟე „აპი-ელიტეს“ დავაყოლოთ 1-1,5 ჭიქა ლიმნიანი ან ვაშლის ძმრიანი წყალი (1,5 წყალზე 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი ან ვაშლის ძმარი).
    30 წუთის შემდეგ მივიღოთ ფაფა (წიწიბურას ან ჰერკულესის).
    ფაფას დავაყოლოთ 1 ჩაის კოვზი „აპიფორმულა-3“, სულ ბოლოს მივიღოთ 10 წვეთი აპიხიტი.
  • სადილის დროს– ვიმეორებთ იგივე პროცედურას: 1 ჩაის კოვზ დრაჟე „აპი-ელიტეს“ დავაყოლოთ1-1,5 ჭიქა ლიმნიანი ან ვაშლის ძმრიანი წყალი (1,5 ჭიქა წყალზე 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი ან ვაშლის ძმარი).
    ნახევარ საათში მივიღოთ დავამზადოთ ჰერკულესის ფაფა და მივირთვათ.
    შემდეგ ვაყოლებთ 1 ჩაის კოვზ დრაჟე „აპიფორმულა-3“-ს.  დავაყოლოთ 1 ჭიქა მწვანე ჩაი ან 1 ფინჯანი უშაქრო ყავა (სასურველია უკოფეინო), სადაც გავხსნით 1 ან 2 ჩაის კოვზ „იმბირს“.
    ბოლოს მივიღოთ 10 წვეთი „აპი-ხიტი“.
  • ძილის წინ (მინიმუმ 3 საათით ადრე) – 10 წვეთი „აპი-ხიტი“ დავაწვეთოთ კოვზზე და მივიღოთ, ასევე 1 ჩაის კოვზი დრაჟე „აპი-ელიტე“ და 1 ჩაის კოვზი დრაჟე „აპიფორმულა-3“
    თუ მოგშივდებათ, რიგგარეშედ შეგიძლიათ მიიღოთ მწვანე ჩაი ან უშაქრო ყავა.
    მთელი პროგრამის განმავლობაში რეკომენდებულია, დღის მანძილზე 1-1,5  ლიტრი წყლის დალევა.

II ეტაპი დეტოქსპროგრამიდან გამოსვლა და წონის კლების შენარჩუნება

დეტოქს-პროგრამიდან გამოსვლის პარალელურად ვაგრძელებთ „ტენტორიუმის“ ფუტკრის პროდუქტების მიღებას. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ დაკლებული წონის შენარჩუნება საკმაოდ რთულია. სასურველი შედეგის მიღწევა, მხოლოდ სწორი კვებითა და სრულფასოვანი საკვების მიღებით არის შესაძლებელი. სხვა დანარჩენზე კი „ტენტორიუმის“ პროდუქტები იზრუნებენ.
3-დღიანი კურსის შემდეგ რბილად, თანმიმდევრულად გამოვიდეთ დეტოქს-პროგრამიდან:

  • პირველი 3 დღე – რეკომენდებულია მცენარეული საკვები: უმი ბოსტნეულის სალათები, მცენარეულ ზეთთან ერთად, ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა).
  • შემდეგ უკვე, თუ ვეგეტერიანელი არ ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ ცხოველური პროდუქტი (მოხარშული ხორცი, ქათამი, ხაჭო, ნაკლებ ცხიმიანი ყველი და სხვა).

გახსოვდეთ!!!!

  • როცა ჩვეულებრივ კვების რეჟიმზე გადავალთ ძალზე მნიშვნელოვანია, დრაჟე „აპი–ელიტე“ მიღების შემდეგ 30-40 წუთი არაფერი არ ვჭამოთ!
  • დღეში საჭმელი მივირთვათ მხოლოდ 3-ჯერ. საკვებებების მიღების შორის არავითარ შემთხვევაში არ ვისუსნაოთ, ხოლო მათ შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 4 საათს (ამ დროის განმავლობაში მოხდება მიღებული საკვების სრული გადამუშავება და კუჭი თავისუფალი იქნება საკვების ნარჩენებისგან).
  • საკვების ბოლო მიღება არ უნდა გადაცილდეს 19.00 საათს. 19.00 საათის მერე თავი შევიკავოთ ყოველგვარი საკვებისგან (მათ შორის მაწონისგან, ვაშლისგან, მწვანე ჩაისგან და სხვა).

გისურვებთ წარმატებებს!

 

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "დეტოქს პროგრამა" A few seconds ago

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „დეტოქს პროგრამა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap