fbpx
loader image
COVID-19 – ორგანიზმის აღდგენა Previous item გაუფრთხილდი გულს Next item დისბაქტერიოზი - ნაწლავური...

COVID-19 – ორგანიზმის აღდგენა

გადატანილი COVID-19 შემდეგ ორგანიზმის აღდგენა და რეაბილიტაცია აუცილებელი, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად ტექნოლოგიის მძლავრი განვითარებისა, არ არსებობს პოსტკოვიდური სინდრომის მკურნალობის  არც უნიკალური მეთოდი და არც საიდუმლო ტაბლეტები, რომლებთაც შეუძლიათ სწრაფად ამ პრობლემის მოგვარება, რადგან აღსადგენია არა რომელიმე კონკრეტული ორგანოთა სისტემა, არამედ მთელი ორგანიზმი. რეაბილიტაცია სჭირდება ნებისმიერს, მიუხედავად დაავადების ფორმისა. ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაიტანა საშუალო სიმძიმის ან მძიმე ფორმის პნევმონია, კომპლექსური რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს შესაძლებელია დაზიანდეს ნებისმიერი ორგანოთა სისტემა.

ახალი კორონავირუსული ინფექცია გადატანილი ადამიანების უმეტესობა უჩივის სისუსტეს, ოფლიანობას, სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითებას, განსაკუთრებით – ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ასევე საკმაოდ ბევრს აღენიშნება მახსოვრობის გაუარესება და სუნთქვის გაძნელება. ეს სიმპტომები შესაძლებელია დიდი ხანი გაგრძელდეს, რამდენიმე კვირა ან თვეები.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ პოსტკოვიდური სიმპტომის სწრაფად აღმოსაფხვრელად ძალზე მნიშვნელოვანია ცილებით, ვიტამინებით, ლიპიდებითა და მინერალებით მდიდარი საკვები, ფიზიკური აქტიურობა, სუნთქვითი ვარჯიშები. აუცილებელია იმუნიტეტის აღდგენა და გაძლიერება, რადგან ორგანიზმის იმუნური სისტემა დაავადების შემდეგ გამოფიტულია, აგრეთვე აუცილებელია სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ჰემოგლობინის მაჩვენებლის.
პოსტკოვიდური სიმპტომების სწრაფად აღმოსაფხვრელად „ტენტორიუმი“ გთავაზობთ შემდეგ პროგრამებს:

მახსოვრობის გაუმჯობესებისთვის გთავაზობთ:

  1. თაფლის კომპოზიცია „აპიფიტოტონუსი“ – პროდუქტში შემავალი ფუტკრის რძე და ყვავილის მტვერის კომბინაცია აუმჯობესებს მახსოვრობას, კონცენტრაციის უნარს, აქვს დამამშვიდებელი და ანტისტრესული მოქმედება
  2. „თაფლი ლეციტინით“ – ლეციტინი ნერვული ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებაა. მისი მიღება რეკომენდებულია ყურადღების, კონცენტრაციის და მახსოვრობის დაქვეითების, აგრეთვე, ახალი ინფორმაციის ძნელად ათვისების დროს.

ფილტვების აღსადგენად და ორგანიზმის ჟანგბადით გასამდიდრებლად რეკომენდებულია:

  1. დრაჟე „ფორმულა რა“ – მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ფერმენტებით. კერძოდ, შეიცავს ფერმენტ ცერაზას, რომელიც აჩქარებს ფილტვის ქსოვილის, კერძოდ ალვეოლების  აღდგენას, დრაჟე, იმუნიტეტის ამაღლებასთან ერთად, აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციას და სისხლს ამდიდრებს ჟანგბადით.
  2. დრაჟე „ო-დე-ვიტი“ – უზრუნველყოფს ბუნებრივ ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდულ, ამოსახველებელ მოქმედებას, ამსუბუქებს ხველას, ათხელებს ნახველს. ახასიათებს ანტიმიკრობული, ანტივირუსული მოქმედება, ამაღლებს იმუნიტეტს, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
  3. ბალზამი „პროდუქტი N3“ – პროპოლისის წყალხსნარია, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული, იმუნომოდულატორული, აღმდგენი მოქმედება. მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, აქვს სედაციური, ანტისტრესული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად, სასიცოცხლო ტონუსის ასამაღლებლად, სისხლის ფორმულისა და საერთო მდგომარეობის  გასაუმჯობესებლად, ორგანიზმის სრულყოფილად აღსადგენად გირჩევთ;

  1. დრაჟე „ტენტორიუმ პლიუსი“ – შეიცავს პროპოლისსა და ყვავილის მტვერს, მდიდარია ცილებით, ფერმენტებით, ვიტამინებითა და სხვა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებებით. აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს, სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტს.
  2. თაფლის კომპოზიცია „აპიტოკი“ – ფუტკრის რძისა და პროპოლისის კომბინაცია აქვს ბუნებრივი მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნიტეტის გამაძლიერებელი მოქმედება. ორგანიზმში აჩქარებს აღდგენით პროცესებს.
  3. ბალზამი „ეი-პი-ვი“ – შიცავს პროპოლისს, მძლავრი იმუნომოდულატორია, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აქვს ანტიაგრეგანტული მოქმედება, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ორგანიზმში აფერხებს ტრომბების წარმოქმნას. აქვს აღმდგენი და ანტიტოქსიკური მოქმედება.
გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "COVID-19 – ორგანიზმის აღდგენა" A few seconds ago

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap