ხლებინა
შემადგენლობა: ჭეო, ნატურალური თაფლი, ფუტკრის ცვილი.
ჭეო ნატურალური პროდუქტია, რომელიც ფიჭებში ყვავილის მტვრის (ფეხგუნდა) რძემჟავა დუღილის შედეგად მიიღება. ჭეო მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით, ამინომჟავებით, A, E და B ჯგუფის ვიტამინებით, ფერმენტებითა და რძემჟავა დუღილის შედეგად მიღებული მაღალი ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებებით. თავისი შემადგენლობით, კვებითი და ენერგეტიკული ღირებულებებით ჭეო 3–5–ჯერ აღემატება ყვავილის მტვერს (ფეხგუნდას).
თვისებები:
- მდიდარია ამინომჟავებით, ცილებით. არის ბუნებრივი ანაბოლიკი, ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.
- დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკროფლორაზე, აუმჯობესებს საკვების მონელებასა და შეთვისებას.
- შეიცავს ყველა იმ შეუცვლელ ამინომჟავას, რომლებიც აუცილებელი კომპონენტებია ჰორმონების, ანტისხეულების, ჰემოგლობინისა და ფერმენტების სინთეზისთვის ადამიანის ორგანიზმში.
- ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას. აუმჯობესებს და აღადგენს ღვიძლის მუშაობას.
- ასტიმულირებს ორგანოებსა და ქსოვილებში აღდგენით პროცესებს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების, თავისუფალი რადიკალების გამოდევნას, ორგანიზმს იცავს რადიაციული გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. აფერხებს მოცულობითი პროცესების განვითარებას.
- ააქტიურებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას. აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.
- სწრაფად და ეფექტურად აღადგენს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებს.
- დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
- ორგანიზმში სწრაფად აღმოფხვრის ამინომჟავების, ცილების, ფერმენტების, მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტს.
ჩვენებები:
- სპორტსმენებში ენერგეტიკული დანახარჯების სწრაფი აღდგენისთვის, კუნთოვანი მასის გასაზრდელად.
- დაბალი იმუნიტეტი, ხშირად მოავადე ბავშვები. წონაში და ზრდაში ჩამორჩენა.
- ნაწლავურ მიკროფლორასთან დაკავშირებული პრობლემები. ნაწლავური ფლორის დარღვევები, დისბაქტერიოზი.
- ენდოკრინული დაავადებები, ენდემური ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის კვება).
- ორსულების (პირველ ტრიმესტრში), ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის, როგორც სრულყოფილი ვიტამინებისა და პროტეინების კომპლექსი.
მიღების წესი:
ბავშვებში – 1–3 წელი – 1-1 დრაჟე 2–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
3-7 წელი 1-1 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით
7-13 წელი 2-2 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე. 14 წლის ზემოთ დიდების დოზა – 3-4 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
ფასი: 300 გ – 115 ლ
ფასდაკლებით 300გ – 104 ლარი