fbpx
loader image

წიწიბურას თაფლი

წიწიბურას თაფლს ფუტკრები აყვავებული წიწიბურას ნექტრისგან აკეთებენ. წიწიბურას ყვავილისგან მიღებულ თაფლში ბევრია ცილა, ნახშირწყლები, ლიპიდები, რკინა, კალციუმი, ბორი, თუთია, იოდი, ფოსფორი, თუთია, კობალტი, აგრეთვე B1, В2, РР ვიტამინები.
წიწიბურას თაფლი ფერს მუქი ყვითლიდან მუქ ყავისფრამდე იცვლის. კრისტალიზების შედეგად წარმოქმნის ერთგვაროვან, მსხვილკრისტალოვან, მუქ-ყვითელ ან ყავისფერ მასას.
წიწიბურას თაფლს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ოდნავ მომწარო გემო და სასიამოვნო სურნელი. ამ თვისებების წყალობით ის არც ერთ სხვა თაფლში არ აგერევათ.
მდიდარი მინერალური  და ფლავონოიდების საკმაოდ მაღალი შემადგენლობის წყალობით წიწიბურას თაფლი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კერძოდ ჰიპერტონიის და რევმატიზმის, აგრეთვე ავიტამინოზის, ანემიის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. წიწიბურას თაფლი აუმჯობესებს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს სისხლის ეფექტურ გაჯანსაღებას. მასში შემავალი ბიოფლავონოიდები განაპირობებენ მძლავრ ანტიოქსიდანტურ  თვისებებს. ღია ფერის თაფლებთან შედარებით მასში გაცილებით მეტია მაკრო და მიკროელემენტები. წიწიბურას თაფლი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, რეკომენდებულია მომავალი და მეძუძური დედებისთვის.

Copy link
Powered by Social Snap