loader image

წითელი მოცვის დრაჟე “ბრუსნიკა”

შემადგენლობა: წითელი მოცვის კენკრა, წითელი მოცვის ფოთლები, პროპოლისი, ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), ნატურალური თაფლი, ფუტკრის ცვილი.

წითელი მოცვის ფოთლები და კენკრა მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებების გამო უძველესი დროიდან გამოიყენება ფიიტოთერაპიაში. წითელი მოცვი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან ნივთიერებებს შეიცავს, როგორიცაა ორგანული მჟავები, მთრთიმლავი ნივთიერებები, ნახშირწყლები, A, E, C, B ჯგუფის ვიტამინები, მინერალების კომპლექსები (კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა და სხვები). აღსანიშნავია, რომ წითელი მოცვის სამკურნალო თვისებებს ერთიორად აძლიერებს დრაჟეში გამოყენებული მეფუტკრეობის პროდუქტები.

თვისებები:

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმს ამარაგებს აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით
  • ასტიმულირებს თავის ტვინის მიკროცირკულაციას, კვებავს მას, აუმჯობესებს მახსოვრობას, ყურადღების კონცენტრაციას.
  • აქვს მატონიზირებელი მოქმედება, აუმჯობესებს მადას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ სისტემებს.
  • ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება, რეკომენდებულია ლიმფური კვანძების ანთების (ლიმფადენიტი) დროს, აგრეთვე, განსაკუთრებით ეფექტურია თირკმლებში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროს.
  • მდიდარია რკინით, აუმჯობესებს სისხლის ფორმულას.
  • აქვს გამწმენდი და ანტიტოქსიური მოქმედება. აუვნებელყოფს მავნე ნივთიერებებს და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან.
  • ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან.
  • აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
  • ხელს უწყობს საშარდე გზებსა და თირკმლებში კენჭების დაშლას და მათ გამოდევნას ორგანიზმიდან.
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ჩვენებები:

  • დაბალი იმუნიტეტი, როგორც ვიტამინებითა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებებით მდიდარი გამაჯანსაღებელი და მატონიზირებელი საშუალება.
  • გონებაგაფანტულობა, მახსოვრობის დაქვეითება, გონებრივი გადაღლა.
  • მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით ხშირად მოავადე ბავშვები და მოზრდილები.
  • პიელონეფრიტი, ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი. თირკმლის ფუნქციური დარღვევევები. თირკმელ-კენჭოვანი დაავადება. მწვავე და ქრონიკული ცისტიტი, ურეთრიტი.
  • უმადობა, წონის დეფიციტი. საჭმლის მომნელებელი ორგანოების დარღვევები.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
  • რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გრიპის ეპიდემიების დროს, როგორც საპროფილაქტიკო-სამკურნალო საშუალება.

მიღების წესი: დიდებში – 1 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ბავშვებში – 1/2 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

180 გ – 85 ლარი

ფასი მითითებულია ბარათის მფლობელთათვის

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap