loader image
ფუტკრის რძე-სამეფო ჟელე Next item თაფლი „ტენტორიუმის“...

ფუტკრის რძე-სამეფო ჟელე

დრაჟეები, შემავსებელი ბალზამები, თაფლები, კოსმეტიკა, მალამოები – ტენტორიუმის ყველა ამ პროდუქტში ბევრ სხვა სასარგებლო მცენარეულ და მეფუტკრეობის პროდუქტთან ერთად,  ფუტკრის რძესაც აღმოაჩენთ. რა არის  ფუტკრის რძე, რა სასარგებლო თვისებები აქვს მას და რა უნდა ვიცოდეთ ფუტკრის რძის შენახვის პირობების შესახებ?
ფუტკრის რძე – ეს არის ნივთიერება, რომელიც ფუტკრის ზედა ყბის და საყლაპავი ჯირკვლიდან გამოიყოფა და რომელსაც ფუტკარი ახალი თაობის გამოსაზრდელად იყენებს. სამედიცინო მიზნებისთვის ფუტკრის  რძის აქტიურად შესწავლა მეცნიერებმა XX საუკუნეში დაიწყეს. მას შემდეგ, რაც ამ ნივთიერების უნივერსალური გამაჯანსაღებელი თვისებები დადასტურდა, ბევრ ქვეყანაში ძალიან სწრაფად გაიზარდა მოთხოვნა სადედე ფუტკრის რძეზე. თუმცა, ამ ნივთიერების სამკურნალო თვისებებს ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იცნობდნენ და წარჩინებული ადამიანების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად თუ სამკურნალოდ იყენებდნენ, მისგან სხვადასხვა საშუალებებს ამზადებდნენ – ამიტომაც, უწოდეს მას სამეფო ჟელე.
მკვლევართა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ფუტკრის რძე წარმატებით გამოიყენება  რადიაციის ზეგავლენის შემცირებისთვის. დადასტურებულია, რომ სადედე რძე აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას, აფართოვებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, აქვს ანტისპაზმური მოქმედება, არეგულირებს ლიპიდების ცვლას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ბავშვებში სადედე ფუტკრის რძის მიღება აჩქარებს ზრდის პროცესს, აღადგენს გადაღლილი ორგანიზმის რესურსებს, ხელს უწყობს ჰემოგლობინის ზრდას, ამცირებს ანთებითი პროცესების მიმდინარეობას და აუმჯობესებს მეხსიერებას. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ სადედე ფუტკრის რძე აახალგაზრდავებს შინაგან ორგანოებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, იწვევს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების სტიმულირებას, ხელს უშლის სიმსივნეების განვითარებას, ააქტიურებს თირკმელზედა ჯირკვალს, ნორმაში მოჰყავს ცილოვან-ცხიმოვანი ცვლა, არის ძლიერი ადაპტოგენი და ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს ინსულინის გამოყოფას, აძლიერებს ქსოვილში ჟანგბადის მიმოცვლას, ზრდის ერითროციტების რაოდენობას, აწესრიგებს სისხლის ცილოვან და მარილოვან შემადგენლობას და ამცირებს ანტიდიაბეტური პრეპარატების მავნე მოქმედებას. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ის იწვევს სიმხნევისა და სიჯანსაღის შეგრძნებას, სტიმულს აძლევს იმუნურ სისტემას, ზრდის ფიზიკურ გამძლეობას და იძლევა დიდ ფიზიკურ ენერგიას. ასევე აღსანიშნავია, ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებებიდან, ის აღადგენს სასქესო ორგანოთა ფუნქციას, ამცირებს გაღიზიანებას და ადვილად აღგზნებადობას, ასტიმულირებს გონებრივ შესაძლებლობებს და აუმჯობესებს ხასიათს. ეს უნიკალური პროდუქტი ეფექტურია კანის დაავადებების სამკურნალოდ, კარგი შედეგები აქვს რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიისას, პარკინსონის დაავადებისას და ა. შ.
ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ  ფუტკრის რძის შესახებ, რათა მოტყუებული არ აღმოვჩნდეთ, მისი მოპოვების და შენახვის წესებია.  ფუტკრის რძე მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ მისი მოპოვება, შენახვის პირობები და იმ ადამიანების კვალიფიკაცია, ვინც ამ უნიკალურ პროდუქტს მოპოვებისას ეხება, პირდაპირ განაპირობებს მის სამკურნალო თვისებებს. თუ  ფუტკრის რძის შენახვისა და მოპოვების პირობები დაირღვა, ეს მაშინვე აისახება ამ ნივთიერების ფიზიოლოგიურ თვისებებზე. ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კუსტარულად არის მოპოვებული და შენახული ფუტკრის რძე, თუ ყველა წესის, პარამეტრის დაცვით და შესაბამისად შენარჩუნებული აქვს ყველა ის სასარგებლო თვისება, რაც პირველადი სახით ჰქონდა. კომპანია „ტენტორიუმი“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, სადაც ფუტკრის ყველა პროდუქტის მოპოვება წესების მკაცრი დაცვით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს პირობებში ხდება. ამიტომ, კომპანიის ყველა პროდუქტში, შემადგენელი ნივთიერების, მათ შორის ფუტკრის რძის, ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებულია პირველადი სახით.
„ტენტორიუმი“ გთავაზობთ ფუტკრის რძის შემდეგ კომპოზიციებს:
„აპიტონუსი“ – ფუტკრის რძისა და თაფლის კომბინაციაა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის სასიცოცხლო ტონუსს, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, არეგულირებს ორგანიზმის ჰორმონალურ ფონს.
„აპიტოკი“ – ფუტკრის რძის, პროპოლისისა და თაფლის კომბინაცია, რომელსაც აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ონკოპროტექტორული და იმუნომოდულატორული თვისებები. განსაკუთრებით რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის, ნებისმიერი ეთიოლოგიის ჰეპატიტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის, აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ.
„აპიფიტოტონუსი“ – ფუტკრის რძის, ყვავილის მტვრისა და თაფლის კომბინაციას ახასიათებს ანტისტრესული დამამშვიდებელი, ნოოტროპული, მატონიზირებელი მოქმედება. აუმჯობესებს მახსოვრობასა და კონცენტრაციის უნარს.
„ბიაქტივი“ – ფუტკრის რძისა და კედარის გირჩის თხილის კომბინაცია მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებითა და დეფიციტური მინერალური ნივთიერებებით. პროდუქტი სწრაფად და ეფექტურად აღადგენს გახარჯულ ფიზიკურ და გონებრივ ენერგიას..

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ფუტკრის რძე-სამეფო ჟელე" A few seconds ago

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap