fbpx
loader image
ცისტიტი Previous item დეტოქს პროგრამა Next item გაიძლიერე იმუნიტეტი

ცისტიტი

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოში შრომისუნარიანი მოსახლეობის 35 % აღენიშნება, ანუ, ყოველ მესამეს. ცისტიტით, როგორც წესი ქალები ავადდებიან, მამაკაცებში ეს დაავადება იშვიათობას წარმოადგენს. ეს გამოწვეულია ქალის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით: ქალების შარდსადინარი მოკლე და ფართოა, მისი გავლით ბაქტერიები მარტივად ხვდებიან საშარდე გზებსა და შარდის ბუშტში.

დაავადებების გამომწვევი შესაძლებელია იყოს  ბაქტერიები, ვირუსები, მიკოპლაზმები, ქლამიდიები, სოკოები, ასევე ,პირობითად პათოგენური ბაქტერიები (ნაწლავის ჩხირი, საპროფიტული სტაფილოკოკი). ინფექცია შარდის ბუშტში, როგორც წესი, ხვდება საშარდე გზებიდან.

ყველაზე ხშირად ცისტიტის მიზეზია ორგანიზმის გადაციება, დაბალი იმუნიტეტი, შარდის ბუშტის ლორწოვანია დაზოანება ან კენჭი. თუმცა, ცისტიტის სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს მოულოდნელად, სრულიად ჯანმრთელ ქალს უეცრად დაეწყოს ცისტიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა:

  • სისუსტე, დისკომფორტი
  • წვა და ტკივილის შეგრძნება (ტკივილი შეიძლება იგრძნობოდეს როგორც მუცლის ქვედა, ასევე ზურგის ქვედა ნაწილში)
  • ჰემატურია (სისხლი შარდში)
  • შარდვის ხშირი, მუდმივი და ხშირად უშედეგო მოთხოვნილება.
  • იშვიათად ტემპერატურის მატება.

ცისტიტის მკურნალობა აუცილებლად უნდა იყოს კომპლექსური. გარდა ანტიბიოტიკებისა, რომლებიც მიიღება ექიმის დანიშნულებით, თერაპიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს დიეტა და აპიფიტოპროდუქტები.  

ძალიან მნიშვნელოვანია დიეტა. ამ დროს რეკომენდებულია რძის პროდუქტები, თერმულად დამუშავებული საკვები. ცისტიტის მურნალობის დროს უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი, ცხარე, მარილიანი, ცხიმიანი, სანელებლებით გაზავებული და შემწვარი საკვები.

ძალიან მნიშვნელოვანია აპიფიტოპროდუქტების ჩართვა მკურნალობაში. აპიფიტოპროდუქცია დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, თავიდან აგვაცილებს განმეორებით რეციდივებს, რაც დამახასიათებელია ამ დაავადებისთვის.

 „ტენტორიუმის“ აპითერაპევტები ცისტიტის დროს გირჩევენ შემდეგ პროდუქტებს:  

1.  პროპოლისის წყალხსნარი „პროდუქტი N3“ – შეიცავს პროპოლისის კონცენტრირებულ ექსტრაქტსა და ნატიურ პროპოლისს. პროპოლისი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და იმუნომოდულატორია. მას აქვს ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება. შარდის ბუშტში აფერხებს პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას. პროპოლისის წყალხსნარის მოქმედება განპირობებულია გამოხატული ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და იმუნომოდულატორული თვისებებით.
პროდუქტი არ შეიცავს სპირტს, ამიტომ მისი მიღება შეუძლიათ ბავშვებსაც და ორსულებსაც. 2.  დრაჟე „ბრუსნიკა“ – ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის წითელი მოცვის კენკრა, წითელი მოცვის ფოთლების ექსტრაქტი, პროპოლისი, თაფლი და ყვავილის მტვერი.  წითელი მოცვი С ვიტამინითაა მდიდარი, ფუტკრის პროდუქტებთან კომპლექსში წითელი მოცვი მოქმედებს, როგორც საშარდე გზების ანტისეპტიკი, ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ალაგებას.
3.  თაფლის კომპოზიცია „აპიტოკი“ – ახასიათებს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება. მძლავრი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ ძალებს და აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

პროგრამა რეკომენდებულია, როგორც დაავადების სამკურნალოდ, ასევე პრევენციისთვის. სწრაფი და საუკეთესო ეფექტის მისაღებად, სამივე პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს ერთდროულად.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ცისტიტი" A few seconds ago

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap