fbpx
loader image
ცელულიტი – ჭარბი წონა Previous item თმის მოვლა ფუტკრის პროდუქტებით Next item გარემოს დაბინძურება და...

ცელულიტი – ჭარბი წონა

ზაფხულის დადგომისთანავე რა გასაკვირია, რომ ადამიანები სხეულის მოვლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და ამისთვის არაფერს იშურებენ. ლამაზი სხეულის ქონისა და შენარჩუნების უფლება ყველას აქვს, მით უფრო რომ ბუნებამ მისი მოვლის ბევრი შესაძლებლობა გვიბოძა. მთავარია მათი სწორად გამოყენება ვიცოდეთ. ზაფხულში კი მოვლილი თუ მოუვლელი სხეული მით უფრო თვალშისაცემია, ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, რადგან მოვლილი სხეული თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

ახლა სწორედ ის დროა, როცა ქალბატონების დიდი ნაწილი საზაფხულო შოპინგზე დადის და საზღვაო კოსტიუმს ირჩევს. საცურაო კოსტიუმი კი სხეულზე არსებულ მცირე ნაკლსაც არ გვპატიობს და ამიტომ, ყველა ხარვეზი  კორექტირებას საჭიროებს. ბორცვებიანი, ორმოებიანი კანი, რომელიც ჩნდება დუნდულებზე, თეძოებზე, მუცელზე და ასევე მკლავებზე – ეს ცელულიტია, რომელიც ქალების თითქმის 85%-ს არ ინდობს. აღსანიშნავია, რომ ცელულიტი მხოლოდ ქალბატონებში გვხვდება, რადგან მათი შემაერთებელი უჯრედები შედარებით მყიფეა, ვიდრე მამაკაცის. გარდა ამისა, ქალების ცხიმოვან უჯრედებს სფეროსებრი ფორმა აქვს და შესაბამისად უფრო იოლად ამოიბურცებიან ხოლმე კანის ზედაპირზე. მამაკაცის უჯრედები კი ბრტყელია და კანქვეშ თანაბრად, მწყობრად ლაგდებიან.

ცელულიტი არ იწვევს ტკივილებს და არც ჯანმრთელობაზე აისახება, ის მხოლოდ სილამაზე ვნებს. არსებობს მოსაზრება, რომ ცელულიტისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობით გადაეცემა, თუმცა, მისგან არავინაა დაზღვეული. ცელულიტმა არ იცის ასაკი, ის შესაძლებელია გამხდარ ქალბატონებსაც ქონდეთ და მისგან გათავისუფლება, სამწუხაროდ, მარტივი არ არის. მაგრამ ძალისხმევა და სწორი მკურნალობა სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ყველაფერი რამაც შეიძლება შეაფერხოს სითხის მიმოქცევა ორგანიზმში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, შესაძლოა ცელულიტის გაჩენის მიზეზი გახდეს. როგორც წესი, ცელულიტი პირველ რიგში თეძოებზე ვლინდება, შემდეგ მუცელზე, წელის მიდამოში – მოკლედ ყველგან, სადაც შესაძლოა ცხიმოვანი ფენა  გაჩნდეს. არ არსებობს ცელულიტის სამკურნალო ერთი სასწაულმოქმედი საშუალება. საუკეთესო შედეგის მისაღწევად აუცილებელია კომბინირებული მიდგომა: სწორი კვება, მეტი ფიზიკური აქტიურობა, მასაჟი და კანის მოვლა. ამაში კი კომპანია „ტენტორიუმი“ და მისი პროდუქცია დაგეხმარებათ.

დრაჟე „აპიფორმულა 3“, „აპიხიტი“ და კრემი ,,ტენტორიუმი’’ –  სულ ეს არის, რაც ცელულიტის დასამარცხებლად დაგჭირდებათ.

ცელულიტის საწინააღმდეგო სპეციალური დიეტა არ არსებობს. ამ დროს ყველაზე ეფექტურია ჭარბი წონისგან გათავისუფლება და ამასთან ერთად ორგანიზმის გაწმენდა მავნე ნივთიერებებისგან და ტოქსინებისგან. ამისათვის კი „აპიხიტი“ საუკეთესოა. ბალზამი, რომელიც სულ ორი კომპონენტისგან დაბალმოლეკულური საკვები ქიტოზანისგან  და  – სოჭის უჯრედული წვენისგან შედგება. ,,აპიხიტი’’ ასტიმულირებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, უზრუნველყოფს ცხიმების სწრაფ წვას, არის შესანიშნავი საშუალება წონის კორექციისთვის.

დრაჟე „აპიფორმულა 3“ – დრაჟეში შემავალი სამკურნალო მცენარეებისა და ფუტკრის კომპონენტების ნაკრები უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, წონაში კლებას. აგრეთვე, ხელს უწყობს პანკრეოსეკრეტორული ფერმენტების გამომუშავებას, აუმჯობესებს საკვების მონელებას, არეგულირებს ნახშირწლოვან ცვლას, მეტაბოლიზმს, შლის კანქვეშა ცხიმებს. დრაჟე ჰორმონალური დარღვევების დროსაც კი უზრუნველყოფს წონაში კლებას. 

ცელულიტის დროს აუცილებელია მასაჟი. მასაჟისთვის საუკეთესოა კრემი „ტენტორიუმის“ გამოყენება, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფუტკრის შხამი, ფუტკრის ცვილი და პროპოლისი. კრემი „ტენტორიუმი“ – ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მოხმარების პროდუქტია. ის ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს, აქრობს ყველა სახის გამონაყარს, ხოლო ფუტკრის შხამში შემავალი ჰიალურონიდაზას მჟავა აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას და აქრობს ნაოჭებს.
საუკეთესო შედეგს იძლევა მასაჟი კრემ ,,აპი ბიუსტის’’ გამოყენებით, რადგან მრავალფეროვანი შემადგენლობის წყალობით ამაღლებს კანის ტონუსსა და ელასტიკურობას.

ცელულიტის პირველი ნიშნების გამოვლენისას ასევე რეკომენდებულია შევცვალოთ კვების რაციონი: ხორცის ნაცვლად მივირთვათ თევზი, შეძლებისდაგვარად მოვამზადოთ უმარილო საკვები, არაჟნის, მაიონეზის და მსგავსი სოუსების გარეშე. მივიღოთ მეტი ბოსტნეული და ხილი, უცხიმო რძე. თუ ამ ყველაფერს ვარჯიშსაც შეუთავსებთ, საუკეთესო შედეგს კიდევ უფრო სწრაფად მიიღებთ, რადგან იმ ადგილებიდან, სადაც ფორმირდება კუნთი, ცხიმების გამოდევნა უფრო სწრაფად ხდება. კანი უფრო მკვრივი ხდება, რადგან კუნთოვან ზედაპირზე ის უფრო თანაბრად ლაგდება, ვიდრე ცხიმოვანზე. მოძრაობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასაც, ააქტიურებს ლიმფის მიკროცირკულაციას და ამასთან ერთად ხელს უწყობს ორგანიზმიდან  შლაკების გამოდევნას.

ანტიცელულიტური პროგრამა ,,ტენტორიუმისგან’’ – რეალური შანსია და გზა სრულყოფილებისკენს, შესანიშნავი შესაძლებლობაა გაიუმჯობესოთ გუნება-განწყობილება, თვითშეფასების უნარი, მოიკრიბოთ ძალა ახალი მიღწევებისა და გამარჯვებებისთვის. 

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ცელულიტი – ჭარბი წონა" A few seconds ago

Add Comment

Leave a Reply

Copy link
Powered by Social Snap