„ტენტორიუმი“ მსოფლიოში ყველაზე დიდ ფუტკრის პროდუქტების გადამამუშავებელ, სამრეწველო-კვლევით ჰოლდინგს წარმოადგენს, რომელიც პროდუქციის დასამზადებლად ფუტკრის ყველა პროდუქტს იყენებს, მას უმატებს სამკურნალო მცენარეებს და ქმნის უნიკალურ აპიფიტოპროდუქციას.
კომპანია ტენტორიუმს გააჩნია თავისი საფუტკრეები, სადაც ცდილობს უძველესი მეფუტკრეობის ტრადიციების აღორძინებას. ამიტომაც საფუტკრეებში ტრადიციული სკების მაგივრად ბორტები აქვთ გამოყენებული.
2012 წლის 14 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა „ტენტორიუმისა“ და გერმანული ფირმის „Ruland Engineering & Consulting“-ის ერთობლივი პროექტის შედეგად აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მსოფლიოში ყველაზე დიდი მეფუტკრეობის პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა – აპიკომბინატი.