პროპოლისი
პროპოლისი - ფუტკრების მიერ სხვადასხვა ხეებისა და ბუჩქების კვირტებისგან მოგროვებული კუპრისებრი ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია. მცენარეები გამოიმუშავებენ სპეციალურ კუპრისებრ ნივთიერებებს, რომლებითაც კვირტებს, ფოთლების ნაზ ჩანასახებს უცხო მიკროორგანიზმებისგან იცავენ.
პროპოლისის სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო ცნობილი. მეფუტკრეობის ეს უძვირფასესი, უნიკალური პროდუქტი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს - სკაში უზრუნველყოფს თითქმის იდეალურ სტერილობას. პროპოლისის ბიოლოგიური თვისებების (ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური, ტკივილგამაყუჩებელი, იმუნომოდულატორული, აღმდგენი, სიმსივნის საწინააღმდეგო) მრავალფეროვნებას მასში შემავალი ბიოფლავონოიდები, არომატული მჟავები და ეთერზეთები განსაზღვრავენ.
პროპოლისი ამაღლებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ამტანობას გარემოს მავნე ფაქტორებისადმი.
პროპოლისი საკვებ პროდუქტებში ლიდერია ანტიოქსიდანტური აქტიურობისა და ბიოფლავონოიდების შემცველობის მიხედვით. ბიოფლავონოიდები - მცენარეული წარმოშობის ვიტამინის მსგავსი ნივთიერებებია, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში C ვიტამინის შეთვისებას, ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ განვლადობას, აჩერებენ ლიპიდების ზეჟანგურ დაშლას (დაჟანგვის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება), დადებითად მოქმედებენ ღვიძლის მუშაობაზე, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს.
პროპოლისი იცავს იმუნურ სისტემას და ეხმარება უჯრედებს თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფასა და გამოდევნაში.
© 2023 ინტერნეტ-მაღაზია