fbpx
loader image

ფუტკრის უნიკალური პროდუქტი სპეციალურად მამაკაცებისთვის მამალი ფუტკრების ჰომოგენატი.    

კომპანია ტენტორიუმის მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური პროდუქტი  მამაკაცებისთვის – მამალი ფუტკრების ჰომოგენატი.   ეს არის სპეციალური, 100 %  ნატურალური კვების პროდუქტი მამაკაცებისთვის, რომელიც მას ძალითა და ენერგიით აღავსებს.  რეკომენდებულია იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი ჯანმრთელობის, კარგი ფიზიკურ ფორმის და მაღალი გონებრივი აქტიურობის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის.

თავისი კვებითი ღირებულებით სადედე ფუტკრის რძესაც კი აჭარბებს, ამიტომ ჰომოგენატს სხვაგვარად  მამალი ფუტკრის რძესაც უწოდებენ. მას აქვს მძლავრი გამაჯანსაღებელი და  გამაახალგაზრდავებელი მოქმედება.
დრაჟე „მამალი ფუტკრების ჰომოგენატი“  ბუნებრივად  მატონიზირებელი და ენერგომასტიმულირებელი პროდუქტია, რომელიც შეიცავს ცილებს, ამინომჟავებს, ვიტამინებს. აგრეთვე მდიდარია თუთიით, რკინით, კალციუმით.

უნიკალური შემადგენლობის წყალობით დრაჟე უზრუნველყოფს სათესლე და წინამდებარე ჯირკვლების (პროსტატის) ბიოქიმიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ასტიმულირებს ანდროგენების გამომუშავებას, აუმჯობესებს სპერმატოგენეზს, ამაღლებს პოტენციას.

პროდუქტი მძლავრი პროფილაქტიკური საშუალებაა ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა პროსტატიტი, პროსტატის ადენომა. შეუცვლელია მამაკაცებში უშვილობის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ტენტორიუმი პირველი და ერთადერთი აპიფიტოკომპანიაა, რომელმაც აითვისა მამალი ფუტკრის რძის საწარმო გადამუშავების ტექნოლოგია, შექმნა უნიკალური დრაჟე „მამალი ფუტკრების ჰომოგენატი“ და, შესაბამისად, ეს შესანიშნავი პროდუქტი ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. 

Copy link
Powered by Social Snap