loader image

სორბუსი

შემადგენლობა: წითელი ცირცელი (Sorbus), ნატურალური თაფლი, ფუტკრის ცვილი.

დრაჟე „სორბუსის“ მოქმედება განპირობებულია უნიკალური ვიტამინური ფორმულით, „სორბუსი“ ბუნებრივად დიდი რაოდენობით შეიცავს С, Р, Е, К, РР ვიტამინებს, კაროტინს, აგრეთვე ლიმონმჟავას, პექტინებს და მთრთიმლავ ნივთიერებებს, მცენარეულ სორბიტს და სხვ.
ფიტოთერაპიაში წითელი ცირცელი გამოიყენება, როგორც საუკეთესო ვიტამინიზირებული საშუალება. ამის გარდა, ეფექტურია ათეროსკლეროზის პრევენციისთვის, რადგან სისხლში ამცირებს ქოლესტერინს. აგრეთვე, რეკომენდებულია მაღალი არტერიული წნევების დროს. 
სპეციალური მეთოდი, რომლითაც დამუშავებულია ცირცელი, იძლევა საშუალებას კენკრამ სრულად შეინარჩუნოს თავისი სასარგებლო თვისებები და ვიტამინო-მინერალური ფორმულა.

თვისებები :

  • ამაღლებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ერითროპოეზს, ტრომბოციტების სინთეზს, აუმჯობესებს სისხლის ფორმულას;
  • აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, მახსოვრობას. ახდენს ანტისკლეროზულ მოქმედებას.
  • უზრუნველყოფს სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, ზრდის სისხლძარღვების ელასტიკურობას, აუმჯობესებს თვალის ბადურაში სისხლის მიმოქცევას.
  • აუმჯობესებს ორგანოების სისხლით მომარაგებას.
  • აწესრიგებს სისხლში ლიპიდურ სპექტრს, არეგულირებს ქოლესტერინს, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე, ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას.
  • აქვს მსუბუქი ამოსახველებელი ეფექტი, მდიდარია ფიტონციდებით, ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება.

ჩვენებები:

  • დაბალი იმუნიტეტი, ჰიპოვიტამინოზი. რეკომენდებულია ბავშვებში, ორსულებში, ხანდაზმულებში, როგორც ვიტამინიზირებული და მინერალებით მდიდარი საშუალება.
  • ნებისმიერი ეთიოლოგიის ანემიები, სისხლდენების შემდგომ პერიოდში.
  • ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, თავის ტკივილები, შაკიკი, სისხლძარღვების სპაზმი.
  • გულის იშემიური დაავადებების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის პრევენცია და მკურნალობა (კომპლექსში).
  • ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (ქრონიკული და მწვავე ბრონქიტი, პნევმონია). 
  • ანაციდური (დაბალი მჟავინობა) გასტრიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
  • თირკმლის ანთებითი დაავადებები, პიელონეფრიტი, ენურეზი.

გამოყენების წესი: დიდებში – 4-6 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, კურსი 1-1,5 თვე. ბავშვებში: 1–დან – 3 წლამდე – 1-1 დრაჟე 3–ჯერ დღეში; 3-დან 7 წლამდე 2-2 დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე; 7-დან 14 წლამდე 3-3 დრაჟე 3-ჯერ დღეში;

ფასი: 250 გ – 55 ლარი
ფასი მითითებულია ბარათის მფლობელთათვის

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap