fbpx
loader image
სადაც წახვალ – თან წაიღე ! Next item ჰიპოთირეოზი და ენდემური ჩიყვი

სადაც წახვალ – თან წაიღე !


შვებულებების სეზონი დაიწყო. ყველა ჩვენთაგანი ემზადება ერთი კვირით მაინც თავი დააღწიოს ქალაქის გაუსაძლის სიცხეს და ბუღს. თუმცა, ქალაქგარეთ გასვლამ შესაძლებელია არასასურველი სიურპრიზები მოგვიტანოს. ამიტომ, შვებულება რომ სასიამოვნოდ გაატაროთ და სრულყოფილად დაისვენოთ ამისთვის გირჩევთ – სადაც წახვალთ, თან წაიღოთ ტენტორიუმის რამოდენიმე პროდუქტი, რომლებიც ნებისმიერი მოულოდნელობისგან დაგიცავთ:
საკვებით მოწამვლა და ენტეროვირუსები – ზაფხულში ყველაზე არასასურველი და პრობლემური საკვებით მოწამვლა და ენტეროვირუსული ინფექციაა.
„პროდუქტი N3“- პროპოლისის წყალხსნარი, რომელიც არამარტო დაგვიცავს ვირუსული ინფექციებისგან (მათ შორის ენტეროვირუსებისგანაც), არამედ მძლავრი ანტიტოქსიური მოქმედების წყალობით მოგვიხსნის ინტოქსიკაციას. ეს პროდუქტი გამოიყენება დაავადების საპროფილაქტიკოდაც და სამკურნალოდაც.
„აპიხიტი“ – მედიცინაში ძირითადად გამოიყენება, როგორც ძლიერი გამწმენდი, სადეტოქსიკაციო საშუალება. „აპიხიტი“ ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდას, მისი ფუნქციის ნორმალიზებას და მიკროფლორის აღდგენას, აფერხებს ტოქსინების სისხლში გადასვლას და ორგანიზმიდან გამოდევნის მათ.
მწერების ნაკბენები – მწერების ნაკბენისგან თავის დასაცავად და ასევე ნაკბენის მოსაშუშებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ კრემი „რინო-ფაქტორი“, რომელიც ეფექტურად დაგვიცავს მწერის ნაკბენისგან, მოხსნის შეშუპებას, გაღიზიანებას და კბენისგან გამოწვეულ ტკივილს.
უსაფრთხო რუჯი – თუ ზომიერება ვერ დავიცავით, ზედმეტად მივეფიცხეთ მზის სხივებს და კანიც დაგვეწვა, ამ დროს მხსნელად მოგვევლინება პროპოლისის მალამო „აპიბალზამი 2“, რომელიც გაგიყუჩებთ დამწვრობის შედეგად მიღებულ ტკივილებს და თქვენი კანი ნამზეურის შემდეგაც ჯანმრთელი იქნება. ასევე ახასიათებს დამწვრობის საწინააღმდეგო ეფექტი და რეგენერაციის უნარი. 

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "სადაც წახვალ – თან წაიღე !" A few seconds ago

Add Comment

Leave a Reply

Copy link
Powered by Social Snap