fbpx
loader image
როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას? Previous item გაიძლიერე იმუნიტეტი Next item გაუფრთხილდი გულს

როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას?

რა არის დეპრესია?

დეპრესია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებეული ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც ჯანმოს მონაცემებით ყოველ მეხუთე ადამიანს უნვითარდება. დეპრესიის ქვეშ იგულისხმება როგორც ემოციური მდგომარეობა, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები.

როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გვესმის დეპრესიის შესახებ, ხშირად იგულისხმება სწრაფად წარმავალი ცუდი განწყობა. განსაკუთრებით დღეს, მსოფლიოში და საქართველოში განვითარებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დეპრესიული განწყობები განსაკუთრებულად ხშირია ყველა ასაკის ადამიანებში.

რა იწვევს დეპრესიას?

არსებობს დეპრესიის ორი ტიპი – ენდოგენური და ეგზოგენური დეპრესია.

ეგზოგენურ დეპრესიას სხვადასხვა გარე ფაქტორი იწვევს:

  • სამწუხარო, უსიამოვნო მოვლენა, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება.
  • მუდმივი სტრესი, დაძაბულობა და გუნება-განწყობის დაქვეითება.

რაც შეეხება ენდოგენურ დეპრესიას, ის გამოწვეულია შინაგანი პრობლემებით და ძალზე ხშირად გამოწვევი მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება.

დეპრესიის ძირითადი ნიშნები:

  • დაქვეითებული გუნება-განწყობა
  • ასოციაციური პროცესების შენელება, როცა ადამიანს უქვეითდება ლექსიკა (მცირდება სიტყვათა მარაგი), ხშირად ლაპარაკის სურვილი ქრება, თავში აზრები არ მოდის.
  • მოძრაობის შეფერხება, როცა ადამიანს არ სურს სამსახურში, მეგობრებში, გასართობად სიარული, მთელი დღე ლოგინში წევს.
  • სიამოვნების განცდის უნარის დაკარგვა. როდესაც ადამიანს საყვარელი საქმიანობა სიამოვნებას არ ანიჭებს, არაფერი არ უხარია.

როგორ ვუშველოთ დეპრესიას?

არსებობს საკმაოდ მარტივი წესები, რომლის დაცვაც თქვენ დაგეხმარებათ ორგანიზმიც გაიჯანსაღოთ და სულის სიმხნევეც აღიდგინოთ.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მზის სხივები ახდენს გარკვეულ გავლენას დეპრესიაზე. რაც უფრო მოკლე დღეა, მით მაღალია დეპრესიის მაჩვენებელი. მთელი ძალებით ეცადეთ შეივსოთ მზის შუქის დეფიციტი. მზის შუქის მკვეთრი შემცირება შინაგანი დისკომფორტის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რომელიც ზემოქმედებს, როგორც ფსიქიკაზე, ასევე ნივთიერებათა ცვლაზე. ერთადერთი საშუალება დავიგრძელოთ  ზამთრისა და გაზაფხულის მოკლე დღეები, სრულად უნდა გამოვიყენოთ დილის საათები. დასვენების დღეები გამოიყენეთ სასეირნოდ, რაც შეიძლება დიდხანს იყავით შენობის გარეთ, მეტი იმოძრავეთ.

იმ შემთხვევაში, თუ შრომისუნარიანობის დაქვეითება იწვევს თქვენი ცხოვრების რიტმის არასასურველ ცვლილებებს, შეეცადეთ დიდი რაოდენობით მიიღოთ ხილი და ბოსტნეული. თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ზაფხულის განმავლობაში საკმარისად მიირთვით ვიტამინებით მდიდარი საკვები და ორგანიზმი მთელი წლით უზრუნველყავით. სამწუხაროდ, ორგანიზმი ვიტამინებს ვერ იმარაგებს, ამიტომ მას მუდმივად სჭირდება ვიტამინებით შევსება. რა თქმა უნდა, საკვებ რაციონში  ხილი და ბოსტნეული აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. წელიწადის ამ დროს ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია А და С ვიტამინების მიღება, თუმცა ამ პერიოდში არანაკლებ მნიშვნელოვანია მიკროელემენტები კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი და ფოსფორი. ამ და სხვა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ „ტენტორიუმის“ ბუნებრივი პროდუქტები.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დრაჟე „აპი-სპირა“, რომელიც მდიდარია A და B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსებით, ასევე კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით, იოდით, თუთიითა და ფოსფორით. ეს დრაჟე დაგეხმარებათ დეპრესიისა და დაღლილობის დაძლევაში, გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობას, აგიმაღლებთ შრომისუნარიანობას, დაგიბრუნებთ სიცოცხლის ხალისს.
ფუტკრის რძის შემცველი თაფლის კომპოზიცია „აპიფიტოტონუსი“ შემადგენლობა სრულიად უნიკალურია. იგი შეიცავს ადამიანისთვის ცნობილ ყველა ვიტამინს ორგანიზმისთვის საჭირო პროპორციებითა და რაოდენობით. 1 ჩაის კოვზი „აპიფიტოტონუსი“ სრულიად აღმოფხვრის ამ ნივთიერებების დეფიციტს. ამასთანავე, ასტიმულირებს ენდორფინების გამოყოფას, ცენტრალური ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას. აქვს გამოხატული ანტისტრესული მოქმედება. დაგვეხმარება გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესსა და გამოწვევებს. აგრეთვე აუმჯობესებს მახსოვრობას და ამაღლებს ენერგეტიკულ პოტენციალს.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ეფექტური საშუალებაა დეპრესიის, ცუდი გუნება-განწყობისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სამკურნალოდ. ამ პრობლემების მოგვარებასთან ერთად ისინი უზრუნველყოფენ იმუნიტეტის ამაღლებას, დაგვიცავენ ვირუსული ინფექციებისგან, გაგვიუმჯობესებენ განწყობას, მოგვიხსნიან გონებრივ და ფიზიკურ დაღლილობას.

ამ პროდუქტების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით კარგია ბავშვებისთვისა და ორსულებისთვის.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას?" A few seconds ago

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Copy link
Powered by Social Snap