loader image

რინო-ფაქტორი

შემადგენლობა: ფუტკრის ცვილი, პროპოლისის ექსტრაქტი, ევკალიპტის, პიტნის, მიხაკის ზეთი.

კრემ „რინო–ფაქტორის“ მოქმედება ცხვირის ლორწოვანი გარსის მძლავრ რეფლექტორულ სტიმულაციაზე არის დაფუძნებული. ამის შედეგად მცირდება ზედმეტი ლორწოს სეკრეცია, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, აყუჩებს ტკივილს, ამაგრებს სისხლძარღვებს. ევკალიპტისა და პიტნის ზეთები უზრუნველყოფენ ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელ ეფექტს. პროპოლისის ექსტრაქტი ახდენს მკვეთრად გამოხატულ ბაქტერიოციდულ და ანტივირუსულ მოქმედებას.

თვისებები:

  • აქვს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება;
  • ახასიათებს ბუნებრივი ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება;
  • აუმჯობესებს ცხვირის, ცხვირხახის, ჰაიმორის ღრუების და შიდა ყურის სისხლის მიმოქცევას;

ჩვენებები :

  • სურდოს პროფილაქტიკა და მკურნალობა (კრემი წავისვათ  ჰაიმორისა და შუბლის ღრუების პროექციაზე, აგრეთვე ცხვირის ლორწოვან გარსზე);
  • ალერგიული რინიტის დროს განვითარებული შეშუპების მოსახსნელად და ლორწოს შესამცირებლად;
  • ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰერპესული ინფექცია;
  •  თავის ტკივილი შაკიკის დროს (შევიზილოთ ბიოლოგიურად აქტიურ ზონებში);

გამოყენების წესი: ასანთის თავისოდენა წავისვათ ორივე ნესტოს ლორწოვან გარსზე 2–3–ჯერ დღეში (შეიძლება წინასწარ გაზავება „აპიბალზამ–2“–თან 1:2–თან თანაფარდობით). კრემის გამოყენება არ არის რეკომენდებული ზედიზედ 5 დღეზე მეტხანს. თუ 5 დღის განმავლობაში პრობლემა  არ მოგვარდა, შევისვენოთ 2 დღე, ლორწოვანი მგრძნობელობის აღსადგენად, შემდეგ გავაგრძელოთ მკურნალობა.

ფასი: 15 მლ – 20 ლ 

კონტაქტი

ქ. თბილისი, კოსტავას N 26

Მოგვყევი

Twitter

RT @envato: One subscription, 5000+ assets & unlimited downloads; Elements is out of beta! Sign up at enva.to/elements. https://t.co…
TrxDoe
Polar bears can eat as many as 86 penguins in a single sitting. (If they lived in the same place)
TrxDoe
Leonardo Da Vinci is considered by many as the father of modern science.
TrxDoe
Copy link
Powered by Social Snap