fbpx
loader image
პროპოლისი-ფუტკრის უნიკალური პროდუქტი

პროპოლისიფუტკრის უნიკალური პროდუქტი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფუტკრები ძალზე შრომისმოყვარე არსებები არიან. ისინი მცენარეების კვირტებიდან აგროვებენ წებოვანი ნივთიერებების მცირე ნაწილაკებს, ამუშავებენ მათ ფერმენტებით. შედეგად ღებულობენ პროპოლისს, რომელიც თავის შემადგენლობაში შეიცავს უამრავ სასარგებლო ნაერთებს. ის მდიდარია ადამიანისთვის აუცილებელ მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ბიოფლავონოიდებით და რაც მთავარია, ე.წ. შეუცვლელი მჟავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროპოლისის მძლავრ ანტიმიკრობულ თვისებებს.

პროპოლისი ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება, როგორც მძლავრი ანტიბაქტერიული საშუალება. მისი მოქმედების სპექტრი საკმაოდ ფართოა, ვირუსებიდან დაწყებული სოკოებით დამთავრებული. თანაც ერთერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ხშირად იმაზე უფრო ეფექტური მოქმედება აქვს, ვიდრე იმ საშუალებებს, რომლებიც ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება. ეს იმით აიხსნება, რომ ზოგიერთ მიკრობს აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიბიოტიკის ზემოქმედებას. პროპოლისს კი წინააღმდეგობას ვერ უწევენ, რადგან მას ფუტკრები სხვადასხვა მცენარისგან აგროვებენ, ხოლო თითოეულ მცენარეს გააჩნია თავისი ბიოლოგიური თავისებურებანი.
პროპოლისის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ზემოქმედებს მხოლოდ პათოგენურ (დაავადებების გამომწვევი) მიკრობებზე, ხოლო სასარგებლო მიკროფლორას არ აზიანებს, პირიქით, წარმატებით გამოიყენება ნაწლავური მიკროფლორის დარღვევების ანუ დისბაქტერიოზის დროს. პროპოლისი განსაკუთრებით ეფექტურად უმკლავდება ცხვირხახასა და ზედა სასუნთქ გზებში მიმდინარე ანთებით პროცესებს. შესანიშნავად მკურნალობს რინიტს, სტომატიტს, ფარინგიტს, ტონზილიტს და ლარინგიტს. აგრეთვე, ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაავადებების დროს. საუკეთესოა გასტრიტების, ეროზიების, წყლულოვანი დაავადებების შმთხვევაშიც, რადგან აჩქარებს ეპითელიზაციას და შეხორცებით პროცესებს.
კომპანია ტენტორიუმი თავის უნიკალურ პროდუქტებში ფართოდ გამოიყენებს პროპოლისის სხვადასხვა ფრაქციებს. რაც მთავარია, ტენტორიუმი გამოიყენებს მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებულ უმაღლესი ხარისხის პროპოლისის ნედლეულს და მაღალი ტექნოლოგიებით ამუშავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუწმენდავმა და ლაბორატორიულად შეუმოწმებელმა პროპოლისმა, სარგებლის მაგივრად შესაძლებელია ზიანიც კი მიაყენოს ორგანიზმს, რადგან სასარგებლოსთან ერთად შესაძლებელია ორგანიზმისთვის არც თუ ისე სასურველ ნივთიერებებსაც შეიცავდეს.

კომპანია ტენტორიუმი პროპოლისიანი პროდუქტების ფართო არჩევანს გთავაზობთ. მისგან არის დამზადებული შემავსებელი ბალზამები:  ეიპივი და პროდუქტი N3“რომელთაც გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრია აქვთ. აპიბალზამ 1, 2“, მალამოები, თაფლის კომპოზიციები ტოპოლიოკი“ და აპიტოკი“, დრაჟე ექსტრა ბეფუნგინი“.
ამ პროდუქტების გამოყენება შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებიც უპირატესობას მხოლოდ ტრადიციულ მედიცინას ანიჭებენ. ბუნებამ გვაჩუქა ჭეშმარიტად შეუცვლელი და უნიკალური საშუალება, რომელიც გვეხმარება წარმატებით გავუმკლავდეთ სხვადასხვა დაავადებას. ამიტომაც გირჩევთ ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ხშირად მიმართოთ „ტენტორიუმის“ პროპოლისიან პროდუქტებს.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "პროპოლისი-ფუტკრის უნიკალური პროდუქტი" A few seconds ago

Add Comment

Leave a Reply

Copy link
Powered by Social Snap