fbpx
loader image
ცუდი ეკოლოგია და მისი შედეგების პრევენცია Previous item პნევმონია - რესპირატორული... Next item პარაზიტებისგან (ჭიებისგან)...

ცუდი ეკოლოგია და მისი შედეგების პრევენცია

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც  კაცობრიობის წინაშე დგას გლობალური დაბინძურება ანუ ცუდი ეკოლოგიაა. ბოლო დროს გამოქვეყნებული ყველა კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი საფრთხე გარემოს დაბინძურებაა. ის ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს – სამჯერ მეტს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია ერთად აღებული და 15-ჯერ მეტს, ვიდრე ყველა ომის, თუ ძალადობის სხვა ფორმების ერთობლიობა.
გლობალური დაბინძურება საფრთხეს უქმნის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკოსისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს.
დაბინძურებულია არამარტო ჰაერი, არამედ ქიმიკატებით გაჯერებულია წყალი და ნიადაგი, შესაბამისად ამ ნიადაგზე მოყვანილი პროდუქტები.
დაბინძურებული გარემო მავნე ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე, ამ დროს სუსტდება და ნადგურდება იმუნური სისტემა და ორგანიზმი ადვილად შესაღწევი ხდება სხვადასხვა დაავადებებისთვის, მაგალითად, ინფექციური, ონკოლოგიური, ალერგიული და აუტოიმუნური და სხვა. განსაკუთრებით საშიშია ცუდი ეკოლოგიის გავლენა ბავშვებზე და ორსულებზე. იმისთვის რომ გავუმკლავდეთ ცუდ ეკოლოგიას, თავი დავიცვათ საშიში დაავადებებისგან აუცილებელია ავიმაღლოთ იმუნიტეტი, სწორად ვიკვებოთ და დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

სწორი კვება დამატებითი ფაქტორებია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. კომპანია „ტენტორიუმი“ ორგანიზმის გარემოს მავნე ფაქტორებისგან თავდასაცავად გთავაზობთ შემდეგ პროდუქტებს: „ექსტრა-ბეფუნგინს“, „პროდუქტ N3“-ს და ბალზამ „აპი-ხიტს“.

  1. დრაჟე „ექსტრა-ბეფუნგინი“ შეიცავს ორი უძლიერეს იმუნომოდულატორს: პროპოლისისსა და სოკო ჩაგას. ამ პროდუქტების ერთობლიობა ქმნის უძლიერეს ანტისიმსივნურ, იმუნომოდულატორულ პროდუქტს, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისგან.
  2. ბალზამი „პროდუქტი N3“ – პროპოლისის კონცენტრირებული წყალხსნარია, რომელიც შეიცავს პროპოლისის ყველა სამკურნალო ფრაქციას, განსაკუთრებით მდიდარია  ბიოფლავონოიდებით. ფლავონოიდები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომელთაც გააჩნიათ მოქმედების ფართო სპექტრი. არა აქვთ გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები. ფლავონოიდები ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია და გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, სპაზმოლიტიკური, ანტიალერგიული და ონკოპროტექტორული თვისებები. ასევე აუმჯობესებენ სისხლძარღვების ელასტიკურობას, უზრუნველყოფენ სკლეროზული ცვლილებების პროფილაქტიკას. ფლავონოიდები იცავენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, ულტრაიისფერი დასხივებისგან, რადიაციისგან და სხვა მავნე ფაქტორებისგან.
  3. ბალზამი„აპი-ხიტი“ უზრუნველყოფს იმუნიტეტის ამაღლებას, ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისგან, გაჯანსაღებას, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას. მისი მიღება რეკომენდებულია კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას, ეკოლოგიურად მძიმე გარემოში მუშაობის ან ცხოვრების დროს, ალიმენტარული (კვებითი) ინტოქსიკაციების, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, ქრონიკული ინტოქსიკაციების (ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოხმარება) შემთხვევაში.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ცუდი ეკოლოგია და მისი შედეგების პრევენცია" A few seconds ago

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Copy link
Powered by Social Snap