კრემი „ტენტორიუმი“
შემადგენლობა: ფუტკრის შხამი, ფუტკრის ცვილი, პროპოლისის ექსტრაქტი, პირშუშხას ექსტრაქტი.
კრემი „ტენტორიუმი“ – ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მოხმარების პროდუქტია. განსაკუთრებით ეფექტურია მისი მოქმედება პროფესიონალური მასაჟის დროს. სპეციალურად შერჩეული „ტრანსპორტიორი“ ნაწილაკები უზრუნველყოფენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ღრმად შეღწევას კანში. ეს საშუალებას აძლევს კრემს იმოქმედოს უშუალოდ დაავადების მიზეზზე, რაც იწვევს საკმაოდ სტაბილურ შედეგებს. კრემი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვს დამამშვიდებელი, გამახურებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
თვისებები:
- უზრუნველყოფს ბუნებრივ ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
- აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და სისხლის მიკროცირკულაციას ორგანოებსა და ქსოვილებში.
- ფუტკრის შხამში შემავალი ჰიალურონიდაზას მჟავა აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას, აქრობს ნაოჭებს.
- ფიზიკური დატვირთვების დროს კუნთის გადაძაბვისას ხსნის ტკივილს.
- აქვა საერთო გამაჯანსაღებელი და მატონიზირებელი მოქმედება.
- აქრობს ყველა სახის გამონაყარს. აქვს ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.
- სამკურნალო მასაჟი ან აპლიკაციები შემდეგი დაავადებებისას: ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, ართროზი, ართრიტი, პოდაგრა, ნეკნთაშუა ნევრალგია, კუნთის ტკივილები.
- კალცინირებული ფოსფოლიპიდების დასაშლელად (მარილები სახსრების ზედაპირიდან და მალთაშუა არეში), სახსარში მოძრაობის გასაუმჯობესებლად.
- ნაღრძობებისა და მყესების დაჭიმვის დროს.
- პოსტოპერაციული ნაწიბურების სწრაფი ალაგებისთვის, კელოიდების დროს.
- სებორეა, თმის ძირების გამაგრება და სტრუქტურის აღდგენა. თმის ცვენის შესაჩერებლად ადგილობრივად ნიღბების სახით.
- ჰაიმორიტის დროს, წაისვით კრემი ჰაიმორის ღრუების საპროექციო არეებში.
- გაციების დროს, კრემით დავიზილოთ ყელი, გულ–მკერდი,ზურგი, ჰაიმორის ღრუების და ეპიფიზის(წარბებშუა) საპროექციო არეები.
© 2023 ინტერნეტ-მაღაზია