ვენატორიუმი

ვენატორიუმი

აქტიური კომპონენტები: ფუტკრის შხამი, პროპოლისისა და ცხენისწაბლას ექსტრაქტები, პიტნის, ლიმონის, ლავანდის, კვიპაროსისა საკმლის ეთერზეთები
გელის რეცეპტურაში შეყვანილია ნიოსომალური კომპონენტი ტროქსერუტინი, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული ქვემო კიდურების ვენებში მიკროცირკულაციის უკმარისობის აღმოსაფხვრელად. ტროქსორუტინი ბიოფლავონოიდია, რომელსაც P-ვიტამინურ აქტიურობასთან ერთად ახასიათებს ვენომატონიზირებელი, ანგიოპროტექტორული, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური თვისებები. ტროქსერუტინი ხსნის სიმძიმის შეგრძნებას, ამცირებს წვრილი სისხლძარღვებისა და კაპილარების მსხვრევადობას. პროპოლისთან და ფუტკრის შხამთან კომპლექსში მისი თვისებები გაცილებით ძლიერდება.
კლინიკური კვლევებმა დაადასტურეს გელის გამოყენება ეფექტურია ვენების დაავადებების როგორც საწყის, ასევე გვიან სტადიებზეც. გელს გააჩნია მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ქვემო კიდურებში ამცირებს შეშუპებას, სიმძიმის შეგრძნებას, წვრილი სისხლძარღვების, კაპილარების, მსხვრევადობას.
თვისებები:

  • ქვემო კიდურებში ამცირებს შეშუპებასა და სიმძიმის შეგრძნებას.
  • ახასიათებს წვრილი სისხლძარღვების, კაპილარების, მსხვრევადობის შემცირება.
  • ეთერზეთების კომლექსი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აქვს გამაგრილებელი ეფექტი, ქვემო კიდურებში ხსნის დისკომფორტის ნებისმიერ გამოვლინებას.
  • პროპოლისისა და ცხენისწაბლას ექსტრაქტები უზრუნველყოფენ სისხლძარღვების, მათ შორის, კაპილარების კედლების გამაგრებას, ასტიმულირებენ სისხლის მიმოქცევას..
  • ფუტკრის შხამი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ცვლის პროცესებს
ჩვენებები:
  • ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, მცირე შეშუპებები: საღამოს წინდებისა და ფეხსაცმლის კვალი ფეხზე.
  • 30 წლის ზემოთ ასაკი.
  • ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი.
  • დაბალი ფიზიკური აქტიურობა.
  • ჭარბი წონა, ბრტყელტერფიანობა, სქოლიოზი, კუპეროზი.
  • არასრულყოფილი და არასწორი კვება, მავნე ჩვევები.
გამოყენება: გელის მცირე რაოდენობა დავიტანოთ ფეხის კანზე, მსუბუქი მოძრაობებით შევიზილოთ სრულ გაწოვამდე.

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Accept all Decline all Change preferences
Cookies