აპი-ბიუსტი

აპი-ბიუსტი

აქტიური კომპონენტები: ყვავილის მტვერი (ფუტკრის ფეხგუნდა), თაფლი, პროპოლისი, ფუტკრის ნაყენი (მიკროდოზებით შეიცავს ფუტკრის შხამს), ფუტკრის ცვილი, ovotelle, ფიჭვის კუპრი.
კრემში შემავალი ნატურალური კომპონენტები ხელს უწყობენ კანში ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, დეკოლტის ზონისა და მკერდის ქსოვილების გამაგრებას, სარძევე ჯირკვლებში აფერხებენ სტრიებისა და ანთებითი პროცესების წარმოქმნას. კრემის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს არასასურველი გამაგრებების დროულად აღმოჩენას.
კრემის ეფექტურობას ზრდის კრემში ინოვაციური პროდუქტის Ovotelle-ს გამოყენება. Ovotelle მწყრის კვერცხის გულისგან ცივი ექსტრაქციით მიღებული ნივთიერებაა. ეს ჰიპოალერგიული ინგრედიენტი უზრუნველყოფს კრემის ღრმა შეღწევადობას ეპიდერმისში და მის გამაახალგაზრდავებელ ეფექტს.
ფიჭვის კუპრი ხასიათდება ძლიერი ბაქტერიოციდური თვისებებით, რის შედეგადაც ხდება სხვადასხვა ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების გაუვნებელყოფა.
თაფლი კვებავს და აღადგენს კანის უჯრედებს.
პროპოლისს ახასიათებს გამოხატული ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება.
კრემის შემადგენლობაში შემავალი ცვილი აკავებს ტენს კანის ზედაპირზე, რითაც აძლიერებს კრემის კოსმეტიკურ ეფექტს.
კრემ „აპი-ბიუსტის“სწორი და რეგულარული გამოყენება იძლევა შესანიშნავ კოსმეტიკურ ეფექტს, ვიზუალურად აუმჯობესებს კანს, ზრდის მის ელასტიკურობას. კრემ „აპი-ბიუსტით“ კანის და განსაკუთრებით მკერდის დეკოლტირებული ნაწილის პრევენციული მოვლა დიდი ხნით უნარჩუნებს კანს სილამაზეს, ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას!
თვისებები და გამოყენება:

  • ახდენს გამოხატულ ბაქტერიოციდულ, ანტივირუსულ, ანტიმიკრობულ, ანთების საწინაამდეგო და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. ხასიათდება ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტიკური, ჰემოსტატიკური და რეგენერაციული თვისებებით.
  • ადგილობრივად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ხელს უწყობს ცელულიტის გაქრობას. ელასტიკურს ხდის კანს.
  • მნიშვნელოვნად ამცირებს სარძევე ჯირკვლების ანთებითი დაავადებების და ბუნებრივი კვების დროს რძის დაგუბების განვითარების რისკს. ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკას. მასტოპათიებისა და მასტიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის მეძუძურებში კრემის გამოყენებისას გაადვილებულია რძის გამოწველა, არ წარმოიქმნება ან მალე ხორცდება ძუძუს თავის ნახეთქები.
  • კოსმეტიკური მიზნით სახის, კისრის, მკერდის დეკოლტირებული ნაწილის, სარძევე ჯირკვლების კანის მოვლა („აპი-ბიუსტით“ მსუბუქი მასაჟი აჯანსაღებს სახის, კისრის კანს, მკერდი ადგილობრივად ტროფიკის გაუმჯობესებისა და ელასტიკურობის მატების ხარჯზე უფრო სავსე ხდება).
გამოყენების წესი: საღამოს, აბაზანის ან შხაპის შემდეგ, კრემი უნდა წავისვათ მკერდის მიდამოში, ტენიან კანზე, მსუბუქი, წრიული მოძრაობებით სარძევე ჯირკვლების პერიფერიული მიმართულებით, ასევე კისერსა და სახეზე (ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით). კურსის ხანგრძლივობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, სარძევე ჯირკვლების დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის დროს 1 თვე. ვისმევთ ყოველდღიურად, ან დღეგამოშვებით. კურსის სასურველი პერიოდულობა – არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. 

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Accept all Decline all Change preferences
Cookies