ღამის მკვებავი კრემი

ღამის მკვებავი კრემი

აქტიური კომპონენტები: თაფლი, ყვავილის მტვრის ექსტრაქტი, ნუშის, არგანისა და ხორბლის ღივების ზეთი, შის ხის კარაქი, მწყრის კვერცხის გულისგან მიღებული ნივთიერება ოვოტელე (Ovotelle). ამინომჟავების კომპლექსი (სერინი, გლიცინი, ლიზინი, გლუტამინის მჟავა, ალანინი, არგინინი, ტრეონინი, პროლინი), ტოკოფეროლი (ვიტამინი E).
კრემი განსაზღვრულია ღამის პერიოდში სახის მოვლისთვის, როცა კანი ყველაზე მეტად არის მზად განახლებისთვის.
ღამის კრემის შემადგენლობაში შემავალი ეფექტური ნატურალური ინგრედიენტები: აპიკომპონენტები (თაფლისა და ყვავილის მტვერის ექსტრაქტები) და ნატურალური ზეთები (არგანის, შის ხის, ნუშისა და ხორბლის ღივების) კვებავენ და არბილებენ სახის კანს, ამდიდრებენ მას ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
ამინომჟავების კომპლექსი ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს, ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს კანის წყლის ბალანსის ნორმალიზებას და ზრდის მის სიმკვრივეს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას. „თხევადი კრისტალების“ სტრუქტურა დამატებით უზრუნველყოფს კანის დატენიანების პროლონგირებას (გახანგრძლივებას).
ყვავილის მტვერსა და ნატურალურ თაფლს გააჩნიათ ინტენსიური მკვებავი და დამამშვიდებელი მოქმედება, მნიშვნელოვნად არბილებენ და აღადგენენ სახის კანს.
არგანის ზეთი, აგრეთვე, არის E ვიტამინის (α-ტოკოფეროლი) ბუნებრივი წყარო. ეს ვიტამინი ძალზე მნიშვნელოვანია სახის კანისთვის.
ღამის კრემი ააქტიურებს კანის ნივთიერებათა ცვლას უჯრედულ დონეზე. ინტენსიურად კვებავს, ასტიმულირებს კანის უჯრედების განახლებას. აფერხებს კანის დაბერებას და ნაოჭების წარმოქმნას. კრემი აგრეთვე შეიცავს უნიკალურ ინგრედიენტ Ovotelle-ს, რომელიც ღრმად აღწევს ეპიდერმისის შრეებში და უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას. Ovotelle-ს მაღალი დამატენიანებელი თვისებები დადასტურებულია კლინიკური გამოკვლევებით.
ღამის კრემის რეგულარული გამოყენების შედეგად კანი იბრუნებს ახალგაზრდობას, ხდება რბილი და მოვლილი.
გამოყენების წესი: თხელ ფენად წავისვათ გასუფთავებულ სახეზე (თვალის კონტურის გარდა), კისერსა და დეკოლტის არეში დაძინებამდე 20 – 30 წუთით ადრე

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Change preferences Accept all
Cookies