ქუთუთოების კრემი
აქტიური კომპონენტები: სადედე ფუტკრის რძე, ხორბლის პროტეინები, კიტრის, თეთრი ბარდისა და ცხენისწაბლას ექსტრაქტები, არგანის ზეთი, ჰიალურონის მჟავა.
კრემი სპეციალურად ქუთუთოების განსაკუთრებით მგრძნობიარე და ნაზი კანისთვისაა შექმნილი.
შეიცავს ნატურალური კომპონენტების კომბინაციას, რომლებიც მკვეთრად გამოხატული რეგენერაციის უნარით გამოირჩევიან. კრემში შემავალი ნატურალური პროდუქტები წარმატებით ებრძვიან თვალის გარშემო ნაოჭებს, სრულყოფილად კვებავენ კანს ყველა საჭირო ნივთიერებით, აუმჯობესებენ თვალის კონტურს.
სადედე ფუტკრის რძე ააქტიურებს კანის უჯრედებს, ასტიმულირებს მათ მეტაბოლიზმს. შეიცავს ვიტამინებისა და შეუცვლელი ამინომჟავების მდიდარ კომპლექსს. არის მძლავრი ანტიოქსიდანტი, აფერხებს დაბერების პროცესს, კანს უბრუნებს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს.
ხორბლის პროტეინებისა და ნატურალური პოლისაქარიდებისგან შემდგარი ბიოკომპლექსი არბილებს და ასწორებს კანს.
ცხენისწაბლას ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ასტაბილურებს კაპილარების კედლებს, ამაგრებს მათ. უზრუნველყოფს თვალის ქვეშ მუქი წრეებისა და შეშუპებების პროფილაქტიკას.
ჰიალურონის მჟავა და არგანის ზეთი უზრუნველყოფენ თვალის გარშემო კანის გაახალგაზრდავებას, ასტიმულირებენ კოლაგენის სინთეზს, ამდიდრებენ კანს ვიტამინებით.
კრემს აქვს მკვებავი, დამცავი, დამატენიანებელი, მატონიზირებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება. მნიშვნელოვნად ამცირებს თვალის ირგვლივ შეშუპებასა და მუქ წრეებს.
გამოყენების წესი: თვალის გარშემო თხელ ფენად წავისვათ დილას და საღამოს.
© 2023 ინტერნეტ-მაღაზია