დღის მკვებავი კრემი

დღის მკვებავი კრემი

აქტიური კომპონენტები: ოვოტელე (Ovotelle), თაფლი, ყვავილის მტვრის ექსტრაქტი, ხენდროს ექსტრაქტი, ვიტამინები B3, B5, C, E, B6, ნუშისა და ხორბლის ღივების ზეთი, შის ხის კარაქი.
კრემს აქვს მსუბუქი ტექსტურა და შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც მაკიაჟის ბაზა. კრემში შემავალი თაფლის, ყვავილის მტვრისა და ხენდროს ექსტრაქტები კვებავენ, ამშვიდებენ და არბილებენ სახის კანს.
მდიდარი ვიტამინური კომპლექსი (B3, B5, C, E, B6) კვებავს კანს, ხოლო შის ხის კარაქი, ნუშის და ხორბლის ღივების ზეთები სახის კანს ამდიდრებენ ვიტამინებით და მიკროელემენტებით. კრემის თხევადკრისტალური სტრუქტურა იმეორებს კანის ლიპიდურ ბარიერს და უზრუნველყოფს კანში ტენისა და აქტიური კომპონენტების შეღწევას.
ინოვაციური კომპონენტი Ovotelle, რომელიც მწყრის კვერცხის გულისგან ცივი ექსტრაქციითაა მიღებული უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას, ღრმად აღწევს ეპიდერმისში, ებრძვის კანის დაბერების პირველსავე ნიშნებს, ამაღლებს მის ელასტიკურობას. Ovotelle-ს მაღალი დამატენიანებელი თვისებები კლინიკურად არის დადასტურებული.
კრემში შემავალი მზის სხივებისგან დამცავი ფილტრები კანზე წარმოქმნიან დამცავ აპკს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების მთელ სპექტრს ნაწილობრივ აირეკლავს და გაფანტავს.
გამოყენების წესი: დილას ან დღისით თხელ ფენად წავისვათ გასუფთავებულ სახეზე და კისერზე (თვალის კონტურის გარდა).

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Change preferences Accept all
Cookies