ტოპოლიოკი

ტოპოლიოკი

შემადგენლობა: ყვავილის მტვერი (ფუტკრის ფეხგუნდა), პროპოლისი, ფუტკრის ცვილი.

„ტენტორიუმ პლიუსი“ სრულფასოვანი მულტივიტამინური კომპლექსია. ის შეიცავს B ჯგუფის, A, E, K და C ვიტამინებს, ამინომჟავებს, ფერმენტებსა და ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა მიკროელემენტს. 

თვისებები:

  • სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრის ვიტამინების, ამინომჟავების, ფერმენტების, მიკროელემენტების უკმარისობას.
  •  ნორმაში მოყავს ერითროციტების, ლეიკოციტების რაოდენობა, ჰემოგლობინის მაჩვენებელი. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.
  •  აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, მახსოვრობას, კონცენტრაციის უნარს. კვებავს ტვინის უჯრედებს. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, დადებითად მოქმედებს სტრესებისა და ნევრასთენიების დროს.
  •  აუმჯობესებს სიმაღლეში ზრდას (ე.წ. ანაბოლური ეფექტი).
  •  არის საუკეთესო ჰეპატოპროტექტორი, იცავს და ხელს უწყობს ღვიძლის დაზიანებული უჯრედების აღდგენას. აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას.
  •  არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ამცირებს შარდმჟავას დონეს.
  •  კვებავს იმუნურ სისტემას და იმუნური უჯრედების წარმომქმნელ ორგანოებს.
  •  სწრაფად აღადგენს ენერგეტიკულ დანახარჯს დაძაბული გონებრივი მუშაობის და სპორტული ვარჯიშების დროს. ძლიერი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვების დროს ზრდის ორგანიზმის ტოლერანტობას.

 ჩვენებები:

  •  ძლიერი გონებრივი დატვირთვები. მას „ფრიადოსნის“ პროდუქტს უწოდებენ, განსაკუთრებით რეკომენდებულია აბიტურიენტების, სტუდენტებისა და გონებრივი შრომით დაკავებული ადამიანებისთვის.
  • ღვიძლის დაავადებების, მათ შორის ინფექციური ჰეპატიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
  • მახსოვრობის და კონცენტრაციის დაქვეითება. ფიზიკური და გონებრივი დაღლილობა. მახსოვრობის და კონცენტრაციის დაქვეითება. სტრესი, დეპრესია, ნევრასთენია, შაკიკი.
  •  ზრდაში ჩამორჩენა (დრაჟე „ხლებინასთან“ და „აპი-სპირასთან“ერთად).
  • ნებისმიერი ეთიოლოგიის ანემია, განსაკუთრებით რკინადეფიციტური ანემია.
  • დაბალი იმუნიტეტი. ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, პოდაგრა.

მიღების წესი: 1–3 წელი – 1/4 ჩაის კოვზი 1-2–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
3-7 წელი 1/3 ჩაის კოვზი 1-2–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით
7-13 წელი 1/2 ჩაის კოვზი 1-2–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
14 წლის ზემოთ დიდების დოზა – 1 ჩაის კოვზი 1-2–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.