შემადგენლობა: ნატურალური თაფლი, სადედე ფუტკრის რძე, ფუტკრის ფეხგუნდა (ყვავილის მტვერი).
„აპიფიტოტონუსი“ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი უნიკალური საშუალებაა. სადედე ფუტკრის რძის, თაფლის და ყვავილის მტვრის კომბინაცია უზრუნველყოფს სისხლის შემადგენლობის, მახსოვრობისა და შრომისუნარიანობის გაუმჯობესებას.
თვისებები:
- დადებითად მოქმედებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, აქვს დამამშვიდებელი და ანტისტრესული მოქმედება.
- აუმჯობესებს სიმაღლეში ზრდას, აქვს ე.წ. ანაბოლური ეფექტი.
- სწრაფად აღადგენს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს მახსოვრობას.
- ახასიათებს ანტიმუტაციური, ანტირადიაციული მოქმედება.ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების აღდგენას – არის საუკეთესო ჰეპატოპროტექტორი.
- ასტიმულირებს სისხლმბადი ორგანოების მუშაობას. ნორმაში მოჰყავს სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების, ჰემოგლობინის მაჩვენებლები. ამცირებს სისხლის სიბლანტეს, თრგუნავს ტრომბების წარმოქმნას. ამაგრებს კაპილარებს და აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აჩქარებს აღდგენით პროცესებს უჯრედებსა და ქსოვილებში.
- ხელს უწყობს ნერვული სისტემის გაძლიერებას და აღდგენას.
ჩვენებები:
- ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერება. იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.
- ზრდაში ჩამორჩენა (დრაჟე “ხლებინასთან” და “აპი-სპირასთან” კომპლექსში).
- მახსოვრობის და კონცენტრაციის დაქვეითება. ფიზიკური და გონებრივი დაღლილობა, სტრესი, დეპრესია.
- ნებისმიერი ეთიოლოგიის ანემიები. მხედველობის, სმენის, მახსოვრობის დაქვეითება. თმის ცვენა, ბუდობრივი ალოპეცია.
- დაძაბული გონებრივი მუშაობის (მისაღები გამოცდები, ახალი ინფორმაციის ათვისება), სპორტული შეჯიბრებების დროს ენერგეტიკული დანახარჯების აღდგენა.
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, დაბალი იმუნიტეტი.
მიღების წესი: 1–3 წელი – 1/4 ჩაის კოვზი დილას უზმოზე 1–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
4-7 წელი 1/3 ჩაის კოვზი დილას უზმოზე 1–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით
8-13 წელი 1/2 ჩაის კოვზი დილას უზმოზე 1–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე. 14 წლის ზემოთ დიდების დოზა – 1 ჩაის კოვზი დილას უზმოზე 1–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე