აპიტოკი

აპიტოკი

შემადგენლობა: ნატურალური თაფლი, სადედე ფუტკრის რძე, პროპოლისის ექსტრაქტი.
ამ კომბინირებულ პროდუქტში გაერთიანებულია სადედე ფუტკრის რძის მძლავრი მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური თვისებები და პროპოლისის იმუნოლოგიური თვისებები. ამ პროდუქტების შეხამება უზრუნველყოფს ფიზიკური პოტენციალის ამაღლებას, წმენდს და ეხმარება ორგანიზმს თვითაღდგენაში, არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას, ამაღლებს იმუნიტეტს.
თვისებები:

  • ახასიათებს ბუნებრივი ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
  • ზრდის ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ ძალებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების და შხამების, ასევე მძიმე მეტალებისა და თავისუფალი რადიკალების გამოდევნას. აძლიერებს რადიაციული ფონისა და თავისუფალი რადიონუკლეოტიდებისგან დაცვას, ამცირებს რადიაციული გამოსხივების მავნე შედეგებს.
  • ახდენს ქსოვილებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას, აუმჯობესებს ქსოვილების კვებას.
  •  დადებითად მოქმედებს ენდოკრინული და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციებზე.
  • უზრუნველყოფს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების ნორმალიზებას.
  • • აუმჯობესებს ვეგეტო–სისხლძარღვოვან რეგულაციას, არეგულირებს არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს სისხლში.
  • • ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, ამცირებს სისხლის სიბლანტეს. აღადგენს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.
  • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას და მოქმედებას.
  • აუმჯობესებს მხედველობას, სმენას, მახსოვრობას.
  • აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას, არის საუკეთესო გერონტოლოგიური (გამაახალგაზრდავებელი) საშუალება.
  • აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
ჩვენებები:
  • ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი ძალების, იმუნიტეტის გაძლიერება.
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა (ინსულტი, ათეროსკლეროზი, სტენოკარდია, ინფარქტი, არითმიები) პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • გასტრიტები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (კომპლექსში სხვა პროდუქციასთან).
  • სხვადასხვა გენეზის ვირუსული ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი.
  • თირკმლების ინფექციური დაავადებები (კომპლექსში).
  • ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებების (ლარინგოტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია), ტუბერკულოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
  • ორსულობისას ემბრიონის უკეთესი განვითარებისთვის, ნაყოფის ჰიპოქსია, პლაცენტარული უკმარისობის პროფილაქტიკა, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა. მშობიარობამდე ნაყოფის თავის ტვინის ქსოვილების ჰიპოქსიისადმი მედეგობის გაზრდა, საშვილოსნოს მუსკულატურისა და საშვილოსნოს ყელის მომზადება ჟანგბადის შეთვისების გაუმჯობესებისა და ენერგეტიკული დანახარჯების აღდგენის გზით. დღენაკლული და წონაში ჩამორჩენილი ბავშვების გაძლიერება და ზრდის გაუმჯობესება.
  • პოლინევრიტები, სამწვერა ნერვის ანთება (კომპლექსში).
  • მხედველობის, სმენის, მეხსიერების დაქვეითება. გლაუკომა, კატარაქტა, თვალის რქოვანას დამწვრობა ან სხვა ტრავმა.
  • ონკოლოგიური დაავადებები (დრაჟე „ექსტრა–ბეფუნგინთან“ კომპლექსში). ტოქსიური და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება. სხივური დაავადება, ორგანიზმის აღდგენა სხივური და ქიმიოთერაპიის დროს და შემდგომ. ძლიერმოქმედი ტოქსიური მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება (მათ შორის ანტიბიოტიკების).
  • ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სტრესები.
მიღების წესი: 1–3 წელი – 1/4 ჩაის კოვზი დილას უზმოზე 1–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ–ით ადრე.
4-7 წელი 1/3 ჩაის კოვზი დილას უზმოზე 1–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით
8-13 წელი 1/2 ჩაის კოვზი დილას უზმოზე 1–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე. 14 წლის ზემოთ დიდების დოზა – 1 ჩაის კოვზი დილას უზმოზე 1–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე . 

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Accept all Decline all Change preferences
Cookies