ხლებინა

ფუტკრის პროდუქცია

შემადგენლობა: ჭეო, ნატურალური თაფლი, ფუტკრის ცვილი.
ჭეო ნატურალური პროდუქტია, რომელიც ფიჭებში ყვავილის მტვრის (ფეხგუნდა) რძემჟავა დუღილის შედეგად მიიღება. ჭეო მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით, ამინომჟავებით, A, E და B ჯგუფის ვიტამინებით, ფერმენტებითა და რძემჟავა დუღილის შედეგად მიღებული მაღალი ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებებით. თავისი შემადგენლობით, კვებითი და ენერგეტიკული ღირებულებებით ჭეო 3–5–ჯერ აღემატება ყვავილის მტვერს (ფეხგუნდას).
თვისებები:

  •  მდიდარია ამინომჟავებით, ცილებით. არის ბუნებრივი ანაბოლიკი, ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.
  • დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკროფლორაზე, აუმჯობესებს საკვების მონელებასა და შეთვისებას.
  • შეიცავს ყველა იმ შეუცვლელ ამინომჟავას, რომლებიც აუცილებელი კომპონენტებია ჰორმონების, ანტისხეულების, ჰემოგლობინისა და ფერმენტების სინთეზისთვის ადამიანის ორგანიზმში.
  • ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას. აუმჯობესებს და აღადგენს ღვიძლის მუშაობას.
  • ასტიმულირებს ორგანოებსა და ქსოვილებში აღდგენით პროცესებს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების, თავისუფალი რადიკალების გამოდევნას, ორგანიზმს იცავს რადიაციული გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. აფერხებს მოცულობითი პროცესების განვითარებას.
  • ააქტიურებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას. აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.
  • სწრაფად და ეფექტურად აღადგენს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებს.
  • დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
  • ორგანიზმში სწრაფად აღმოფხვრის ამინომჟავების, ცილების, ფერმენტების, მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტს.

ჩვენებები:

  • სპორტსმენებში ენერგეტიკული დანახარჯების სწრაფი აღდგენისთვის, კუნთოვანი მასის გასაზრდელად.
  • დაბალი იმუნიტეტი, ხშირად მოავადე ბავშვები. წონაში და ზრდაში ჩამორჩენა.
  • ნაწლავურ მიკროფლორასთან დაკავშირებული პრობლემები. ნაწლავური ფლორის დარღვევები, დისბაქტერიოზი.
  • ენდოკრინული დაავადებები, ენდემური ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის კვება).
  • ორსულების (პირველ ტრიმესტრში), ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის, როგორც სრულყოფილი ვიტამინებისა და პროტეინების კომპლექსი.
მიღების წესი:
ბავშვებში
– 1–3 წელი – 1-1 დრაჟე 1–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
3-7 წელი 1-1 დრაჟე 2–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით
7-13 წელი 2-2 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე. 14 წლის ზემოთ დიდების დოზა – 3-4 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. 

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Accept all Decline all Change preferences
Cookies