წითელი მოცვის დრაჟე

ფუტკრის პროდუქცია

შემადგენლობა: წითელი მოცვის კენკრა, წითელი მოცვის ფოთლები, პროპოლისი, ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), ნატურალური თაფლი, ფუტკრის ცვილი.
წითელი მოცვის ფოთლები და კენკრა მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებების გამო უძველესი დროიდან გამოიყენება ფიიტოთერაპიაში. წითელი მოცვი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან ნივთიერებებს შეიცავს, როგორიცაა ორგანული მჟავები, მთრთიმლავი ნივთიერებები, ნახშირწყლები, A, E, C, B ჯგუფის ვიტამინები, მინერალების კომპლექსები (კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა და სხვები). აღსანიშნავია, რომ წითელი მოცვის სამკურნალო თვისებებს ერთიორად აძლიერებს დრაჟეში გამოყენებული მეფუტკრეობის პროდუქტები.
თვისებები:

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმს ამარაგებს აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
  • ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება, რეკომენდებულია ლიმფური კვანძების ანთების (ლიმფადენიტი) დროს, აგრეთვე, განსაკუთრებით ეფექტურია თირკმლებში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროს.
  • ასტიმულირებს თავის ტვინის მიკროცირკულაციას, კვებავს მას, აუმჯობესებს მახსოვრობას, ყურადღების კონცენტრაციას.
  • აქვს მატონიზირებელი მოქმედება, აუმჯობესებს მადას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ სისტემებს. მდიდარია რკინით, აუმჯობესებს სისხლის ფორმულას.
  • აქვს გამწმენდი და ანტიტოქსიკური მოქმედება. აუვნებელყოფს მავნე ნივთიერებებს და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან.
  • ხელს უწყობს საშარდე გზებსა და თირკმლებში კენჭების დაშლას და მათ გამოდევნას ორგანიზმიდან. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.
ჩვენებები:

  • დაბალი იმუნიტეტი, როგორც ვიტამინებითა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებებით მდიდარი გამაჯანსაღებელი და მატონიზირებელი საშუალება.
  • პიელონეფრიტი, ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი. თირკმლის ფუნქციური დარღვევევები. თირკმელ-კენჭოვანი დაავადება. მწვავე და ქრონიკული ცისტიტი, ურეთრიტი.
  • გონებაგაფანტულობა, მახსოვრობის დაქვეითება, გონებრივი გადაღლა.
  • მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით ხშირად მოავადე ბავშვები და მოზრდილები.
  • უმადობა, წონის დეფიციტი. საჭმლის მომნელებელი ორგანოების დარღვევები.
  • რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გრიპის ეპიდემიების დროს, როგორც საპროფილაქტიკო-სამკურნალო საშუალება.
მიღების წესი: დიდებში – 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
ბავშვებში – 1/2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. 

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Accept all Decline all Change preferences
Cookies