სორბუსი

ფუტკრის პროდუქცია

შემადგენლობა: წითელი ცირცელი (Sorbus), ნატურალური თაფლი, ფუტკრის ცვილი.
დრაჟე „სორბუსის“ მოქმედება განპირობებულია უნიკალური ვიტამინური ფორმულით, „სორბუსი“ ბუნებრივად დიდი რაოდენობით შეიცავს С, Р, Е, К, РР ვიტამინებს, კაროტინს, აგრეთვე ლიმონმჟავას, პექტინებს და მთრთიმლავ ნივთიერებებს, მცენარეულ სორბიტს და სხვ.
ფიტოთერაპიაში წითელი ცირცელი გამოიყენება, როგორც საუკეთესო ვიტამინიზირებული საშუალება. ამის გარდა, ეფექტურია ათეროსკლეროზის პრევენციისთვის, რადგან სისხლში ამცირებს ქოლესტერინს. აგრეთვე, რეკომენდებულია მაღალი არტერიული წნევების დროს.
სპეციალური მეთოდი, რომლითაც დამუშავებულია ცირცელი, იძლევა საშუალებას კენკრამ სრულად შეინარჩუნოს თავისი სასარგებლო თვისებები და ვიტამინო-მინერალური ფორმულა.
თვისებები:

  • ამაღლებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ერითროპოეზს, ტრომბოციტების სინთეზს, აუმჯობესებს სისხლის ფორმულას.
  • აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, მახსოვრობას. ახდენს ანტისკლეროზულ მოქმედებას.
  • უზრუნველყოფს სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, ზრდის სისხლძარღვების ელასტიკურობას, აუმჯობესებს თვალის ბადურაში სისხლის მიმოქცევას. ორგანოებს იცავს სისხლჩაქცევებისგან.
  • აუმჯობესებს ორგანოების სისხლით მომარაგებას.
  • აწესრიგებს სისხლში ლიპიდურ სპექტრს, არეგულირებს ქოლესტერინს, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე, ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას.
ჩვენებები:
  • დაბალი იმუნიტეტი, ჰიპოვიტამინოზი. რეკომენდებულია ბავშვებში, ორსულებში, ხანდაზმულებში, როგორც ვიტამინიზირებული და მინერალებით მდიდარი საშუალება.
  • ნებისმიერი ეთიოლოგიის ანემიები, სისხლდენების შემდგომ პერიოდში.
  • ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, თავის ტკივილები, შაკიკი, სისხლძარღვების სპაზმი.
  • გულის იშემიური დაავადებების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის პრევენცია და მკურნალობა (კომპლექსში).
  • თირკმლის ანთებითი დაავადებები, პიელონეფრიტი, ენურეზი.
გამოყენების წესი: 1–დან – 3 წლამდე – 1-1 დრაჟე 3–ჯერ დღეში.
3-დან 7 წლამდე 2-2 დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე.
7-დან 14 წლამდე 3-3 დრაჟე 3-ჯერ დღეში.
დიდებში 4-6 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, კურსი 1-1,5 თვე. 

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Change preferences Accept all
Cookies