ჟკტ-ულტრა

ფუტკრის პროდუქცია

პროგრამაში შედის სამი დრაჟე:

  • დრაჟე „აპიფორმულა 1“- აქტიური კომპონენტები: ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), თაფლი, პროპოლისი, ფიტოექსტრაქტები (ძირტკბილასა და ტუხტის ფესვები, გვირილა, ფარსმანდუკი, კრაზანა, კორიანდრი).
აქვს ანთების და წყლულის საწინააღმდეგო მოქმედება. აქრობს კუჭის არეში არასასიამოვნო შეგრძნებებს, ტკივილს, აგრეთვე გულძმარვას, შებერილობასა და სხვა დისპეპსიურ მოვლენებს. უზრუნველყოფს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაცვასა და აღდგენას, აფერხებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების განვითარებასა და გამწვავებას.
  • დრაჟე „აპიფორმულა 2“ - აქტიური კომპონენტები: ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), პროპოლისი, ფიტოექსტრაქტები (ფარსმადუკი, მლაშობურა, ასფურცელა, გულყვითელა, ნეგო, ბაყაყურა, სალბი).
დრაჟეს ახასიათებს რბილი ნაღველმდენი და პანკრეოსეკრეტორული მოქმედება. უზრუნველყოფს ჰეპატიტისა და ქრონიკული ქოლეცისტიტის პროფილაქტიკასა და მკურნალობას. არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, წმენდს და იცავს მათ პარაზიტებისგან.
უკუჩვენება: არ არის რეკომენდებული ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს!
  • დრაჟე „აპიფორმულა 3“ – ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), თაფლი, ფიტოექსტრაქტები (ბაბუაწვერა, ძირტკბილა, პიტნას ფოთლები, გვირილასა და ნეგოს ყვავილები, დიდი კამა), პროპოლისი.
დრაჟეს სპეციალური ფორმულა აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრესის) და ნაწლავების სეკრეტორულ ფუნქციებს. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. დადებითად მოქმედებს და ააქტიურებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებას.

მიღების წესი:
კუჭის ნორმალური სეკრეციის დროს - 1/2 ჩაის კოვზი დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე ჩავღეჭოთ დავაყოლოთ 1 ჭიქა (200 მლ) ოთახის ტემპერატურის წყალი;
კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს - 1/2 ჩაის კოვზი დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 1,5 საათით ადრე, ჩავღეჭოთ დავაყოლოთ 1 ჭიქა (200 მლ) თბილი წყალი ან უშუალოდ ჭამის მერე;
დაბალი მჟავიანობის დროს - 1/2 ჩაის კოვზი დრაჟე 3–ჯერ უშუალოდ ჭამის წინ, ჩავღეჭოთ დავაყოლოთ 1 ჭიქა (200 მლ) ცივი წყალი;
ბავშვებში: 1–დან 7 წლამდე - 1/4 ჩ.კოვზი; 7–დან 14 წლამდე - 1/3 ჩ.კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე ან უშუალოდ ჭამის წინ. 

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Accept all Decline all Change preferences
Cookies