სამკურნალო მცენარეებით გაჯერებული ნაკრები აღადგენს ზედა სასუნთქი გზების ფუნქციებს. აქვს იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
შემადგენლობა:
ნატურალური თაფლი, ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), პროპოლისი, არყის ხის ფოთლების, კულმუხოს ფესვის, სამკურნალო ტუხტის ფესვის, ძირტკბილას ფესვის, კრაზანას, ბეგქონდარას ექსტრაქტები, ფუტკრის ცვილი.
თვისებები:
✔️უზრუნველყოფს ბუნებრივ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამსუბუქებს ხველას, ათხელებს ნახველს.
✔️ აღადგენს ზედა სასუნთქი გზების ფუნქციებს.
✔️ აქვს ოფლმდენი, სპაზმოლიტიკური და დამამშვიდებელი მოქმედება. არეგულირებს ძილს, აუმჯობესებს მადას.
✔️ ახასიათებს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება, ამაღლებს იმუნიტეტს.
ჩვენებები:
✔️ სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე რესპირატორული ინფექცია, გრიპი, ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი.
✔️ პნევმონიის პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსში.
✔️ კომპლექსში ან დამოუკიდებლად ქრონიკული ბრონქიტის პროფილაქტიკისთვის ან სამკურნალოდ (კურსი 2-3 თვე).
✔️ ორგანიზმის აღსადგენად, როგორც ვიტამინიზირებული და გამაჯანსაღებელი საშუალება ბავშვებში, ორსულებში, მოხუცებში.
✔️ ტუბერკულოზის განკურნების ვადების დასაჩქარებლად (კურსი 6 თვემდე).
✔️ ხშირად მოავადე ბავშვები, დაბალი იმუნიტეტი, ბავშვებში უმადობა და წონაში ჩამორჩენა.
✔️ კომპლექსში ბრონქული ასთმის პრევენცია და მკურნალობა (კურსი 1 – 1,5 თვე).
✔️ რესპირატორული და ვირუსული ინფექციების ეპიდემიების დროს, როგორც საუკეთესო იმუნომოდულატორი.
მიღების წესი:
ბავშვებში: 1-7 წელი – 1/3 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე
8-14 წელი 1/2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
დიდებში – 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს, მაღალი ტემპერატურის დროს დასაშვებია დღეში 6-ჯერ მიღება.