ექსტრა ბეფუნგინი

ფუტკრის პროდუქცია

შემადგენლობა: პროპოლისის კონცენტრირებული ექსტრაქტი, არყის ხის სოკო ჩაგას და კრაზანას ექსტრაქტები, ჭვავის და ხორბლის მარცვლების უჯრედისი, თაფლი, ცვილი.
პროდუქტის უნიკალურობა განპირობებულია სამი ძალზე ეფექტური კომპონენტის: არყის სოკო ჩაგას, კრაზანას და პროპოლისის კომბინაციით.
თვისებები:

  • ახასიათებს გამოხატული მძლავრი ანტიოქსიდანტური და იმუნომოდულატორული მოქმედება.
  • აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
  • ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტიმიკრობული და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება (იცავს და აღადგენს ღვიძლის უჯრედებს).
  • იცავს და აძლიერებს ორგანიზმის დამცავ სისტემებს, იმუნიტეტს.
  • ონკოპროტექტორული თვისების გამო ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
  • დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკროფლორაზე და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების ლორწოვან გარსზე. ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის აღდგენას.
  • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების, მათ შორის ღვიძლის, მუშაობას.
ჩვენებები:
  • დაბალი იმუნიტეტი. ვიტამინების, რკინის, კალიუმის, მაგნიუმის, თუთიის და მოლიბდენის დეფიციტი. რკინადეფიციტური მდგომარეობები.
  • ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ვირუსული ჰეპატიტი, ციროზი).
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული დაავადებები, ნაწლავური მიკროფლორის დარღვევები (დისბაქტერიოზი), ქრონიკული და მწვავე კოლიტი, კენჭოვანი ქოლეცისტიტი.
  • აუტოიმუნური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.
  • სიმსივნეების პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსში).
  • ნებისმიერი ლოკალიზაციის და გენეზის მოცულობითი პროცესები, კისტოზური დაავადებები.
  • ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის დროს ან შემდგომ პერიოდში.
მიღების წესი:
1-3 წელი – 3-4 დრაჟე 1-2-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
4-8 წელი – 5-6 დრაჟე 2-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
9-13 წელი – 7-8 დრაჟე 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
14 წლის ზემოთ დიდების დოზა - 10-12 დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.