აპიფორმულა-3 იზომალტით

შემადგენლობა: იზომალტი, ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), თაფლი, პროპოლისი, ნეგოს, გვირილას, კრაზანას, პიტნას, დიდი კამას, ბაბუაწვერას და ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტები, ცვილი.
ფუტკრის პროდუქტების, ფიტოექსტრაქტებისა და იზომალტის მძლავრი კომბინაცია უზრუნველყოფს სინერგიულ ეფექტს. იზომალტისა და ფუტკრის პროდუქტების კომპლექსი ხელს უწყობს ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზებასა, აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობასა და უზრუნველყოფს წონის კორექციას. აქტიური კომპონენტები არეგულირებენ წვრილი ნაწლავის მუშაობას, აგრეთვე აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
პროდუქტში შედის იზომალტი – დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე შაქრის ბუნებრივი შემცვლელი. იზომალტი მძლავრი პრობიოტიკია, ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას, გვეხმარება ოპტიმალური წონის შენარჩუნებაში.
თვისებები:
• უზრუნველყოფს ბუნებრივ მატონიზირებელ მოქმედებას წვრილ ნაწლავზე, ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის სტაბილურ მუშაობას, აუმჯობესებს მის ფუნქციურ მდგომარეობას.
• ხელს უწყობს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების დაშლას. შეიცავს მცენარეულ ფერმენტებს, რომლებიც თავისი მოქმედებით პანკრეასის ფერმენტების მსგავსია. აჩქარებს საჭმლის ფიზიოლოგიური შეთვისების და შეწოვის პროცესებს.
• აღმოფხვრის საჭმლის მომნელებელ ორგანოებში ანთებით პროცესებს.
• არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით ნახშირწყლოვან ცვლას.
• აუმჯობესებს ნაწლავების სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციებს.
ჩვენებები:
• კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა (3-4 კვირიანი ხანგრძლივობის 2-დან 4 კურსამდე წელიწადში).
• საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეტორული დარღვევები (ანაციდური და ჰიპოაციდური გასტრიტები, ქრონიკული პანკრეატიტი).
• საჭმლის მონელებისა და შეწოვის დარღვევები წვრილ ნაწლავში.
• საჭმლის მომნელებელი ორგანოების ინფექციური დაავადებების შემდგომ ლორწოვანი გარსის აღსადგენად.
• კანის დაავადებები (ფსორიაზი, კანის ალერგიული გამონაყარი), ორგანიზმის გაწმენდის პროგრამაში.
• წონის კორექცია (კომპლექსში „აპი-ხიტთან“ და „აპი-ელიტესთან“ ერთად).
• საჭმლის მომნელებელი ორგანოების ონკოლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით კუჭქვეშა ჯირკვლის (კომპლექსში).
მიღების წესი: 1-დან 7 წლამდე – 1/3 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
8-დან 14 წლამდე – 1/2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
14 წლის ზემოთ დიდების დოზა - 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
წონის კორექციისთვის, კანის სისტემური დაავადებების დროს (ეგზემა, ფსორეაზი) რეკომენდებულია მივიღოთ 1,5-3 თვის განმავლობაში. 

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Change preferences Accept all
Cookies