ეი-პი-ვი
პროდუქტი N3
ბალზამის საფუძველია პროპოლისის წყალხსნარი, რომელსაც ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, გამწმენდი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს, აფერხებს დაავადებების განვითარებას და აძლიერებს იმუნიტეტს. ყველა ეს თვისება განპირობებულია შემადგენელი კომპონენტებით, რომლებიც ამაღლებენ ორგანიზმის მდგრადობას ვირუსებისადმი და ბაქტერიებისადმი და ახასიათებთ ანტიმიკრობული თვისებები. პროპოლისის კონცენტრირებული ექსტრაქტის მიღების ტექნოლოგია იძლევა საშუალებას პროპოლისგან გამოყოფილი იქნას ბიოფლავონოიდები, რომლებიც უძლიერესი ანტიოქსიდანტებია და დიდ როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმის გაახალგაზრდავებასა და გაჯანსაღებაში. აქვთ P-ვიტამინური აქტიურობა – ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს, აძლიერებენ C ვიტამინის მოქმედებას. ბალზამი არ შეიცავს სპირტს, ამიტომ ბავშვებში, ორსულებში, მოხუცებსა და სპორტსმენებში იმუნიტეტის დასაცავი საუკეთესო საშუალებაა.