


შემადგენლობა: პროპოლისი, გაწმენდილი, ვერცხლით იონიზირებული შუნგირებული წყალი, ეთილის სპირტი.
პროპოლისი ბუნებრივი „ანტიბიოტიკია“. მას აქვს იმუნომოდულატორული, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიმიკოზური, ანტიოქსიდანტური, ტკივილგამაყუჩებელი, მატონიზირებელი და აღმდგენი მოქმედება.
თვისებები:
- აქვს გამოხატული ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
- ახასიათებს ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო აქტიურობა, თრგუნავს სხვადასხვა ვირუსების ზრდა-განვითარებას.
- აძლიერებს და იცავს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
- ახასიათებს ანტისკლეროზული მოქმედება, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, წმენდს და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.
- აჩქარებს ჭრილობების, წყლულების შეხორცებას, ქსოვილებში აღდგენით პროცესებს.
- დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.
- წმენდს და აღადგენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანს, აგრეთვე უჯრედშორის სივრცეს. ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის აღდგენას.
ჩვენებები:
- დაბალი და დასუსტებული იმუნიტეტი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: (ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, მაღალი არტერიული წნევა).
- ზედა სასუნთქი სისტემის დაავადებები (ანგინები, ტონზილიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი).
- ქრონიკული პათოლოგიების დროს, როგორც იმუნომასტიმულირებელი და ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება.
- ქრონიკული და მწვავე ანთებითი და ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
- პირის ღრუს დაავადებები (პარადონტიტი, პარადონტოზი, გინგივიტი, სტომატიტი, კარიესი)
მიღების წესი: დიდებში – 5 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
10 წლამდე ბავშვებში ინდივიდუალურად. 10 წლის ზემოთ 2-3 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.