ძლიერი იმუნიტეტი

ძლიერი იმუნიტეტი

რესპირატორული ვირუსული ინფექციები არის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით ვრცელდება და რომლის გამოწვევი პათოგენური ვირუსია.
დაავადდებით თუ არა, ან როგორ გადაიტანთ რესპირატორული ინფექციას ეს ჩვენი ორგანიზმის იმუნიტეტზეა დამოკიდებული. ორგანიზმში იმუნიტეტზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, იმუნური სისტემაა.
იმუნიტეტი ადამიანის შინაგანი დაცვაა, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს იცავს ინფექციური დაავადებებისგან, აგრეთვე ფსიქოლოგიური დისკომფორტისგან. რაც უფრო ძლიერია იმუნიტეტი, უფრო ნაკლებია ქრონიკული დაავადებებისა და ინფექციების განვითარების ალბათობა, მით უფრო კარგ განწყობაზე ვართ. იმუნიტეტის გაძლიერებით ბოლომდე თუ ვერ შევძლებთ ამ დაავადებების პრევენციას, აუცილებლად შევასუსტებთ მის მიმდინარეობას და იოლად გადავიტანთ.
იმუნურ სისტემის ფუნქციონირების დარღვევების დროს ზიანდება მთელი ორგანიზმი და პირიქით,იგი საკმაოდ მგრძნობიარეა სხვა ორგანოების მუშაობის დარღვევებზე. ზუსტადაც, იმუნური სისტემის მდგომარეობა განაპირობებს დაავადდება თუ არა ადამიანი, რომელიმე ინფექციასთან კონტაქტის შემდეგ, ან როგორ წარიმართება დაავადება.
თუ თქვენთვის ძვირფასია საკუთარი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა, მაშინ იმუნიტეტზე უნდა იზრუნოთ. სუსტი იმუნიტეტის დროს ადამიანი მაგნიტივით იზიდავს ვირუსებსა და მიკრობებს.
იმუნიტეტის აღსადგენად და ფიზიოლოგიურ დონემდე ასამაღლებლად გთავაზობთ იმუნიტეტის გამაძლიერებელ პროგრამას. პროგრამაში შემავალი ფუტკრის პროდუქტები, ამაღლებენ იმუნიტეტს, იცავენ ფილტვებსა და მთელს სასუნთქ სისტემას ვირუსებისგან. პროგრამა რეკომენდებულია როგორც პრევენციისთვის, ისე სამკურნალოდ.
პროგრამა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან:

  • „ფორმულა რა“- ყვავილის მტვერის, ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტისა და პროპოლისის შემცველი დრაჟე ორგანიზმს ამარაგებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ამაღლებს იმუნიტეტს, ორგანიზმს ამდიდრებს ჟანგბადით, იცავს სასუნთქ სისტემას, აღადგენს ფილტვსა და ბრონქებს.
  • „პროდუქტი N3“ - პოლიფრაქციული პროპოლისის წყალხსნარია, რომელსაც აქვს მძლავრი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ბალზამი მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია, ამაღლებენ იმუნიტეტს და აჯანსაღებენ ორგანიზმს.
  • „აპიტოკი“ - ფუტკრის რძისა და პროპოლისის შემცველი თაფლის კომპოზიციაა, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. უძლიერესი იმუნომოდულატორია. აქვს საერთო გამაჯანსაღებელი, ანტივირუსული და მატონიზირებელი მოქმედება.
საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია სამივე პროდუქტის ერთდროულად მიღება, რადგან მხოლოდ კომპლექსური მიღება იძლევა საუკეთესო და სწრაფ შედეგს. 

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Change preferences Accept all
Cookies