ზრდაში ჩამორჩენის დროს მნიშვნელოვანია არამარტო ბავშვის ასაკი, არამედ, ე.წ., ძვლის ასაკი. ძვლის ასაკი ყოველთვის არ ემთხვევა ქრონოლოგიურ (საპასპორტო) ასაკს, ის განისაზღვრება ხელის მტევნის რენტგენოლოგიური სურათით. სანამდე ზრდის ზონები არ დაიხურება – შესაძლებელია სიმაღლეში ზრდა. ხოლო, როცა ეს ზონები იხურება სიმაღლეში ზრდა წყდება.
ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს სწორი კვება, არასრულყოფილმა რაციონმა შესაძლებელია გამოიწვიოს ზრდის შენელება. სწორ კვებაში ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, დაბალანსებული საკვები იგულისხმება. აუცილებელია, რომ მოზარდის რაციონში იყოს ამინომჟავებით, კაროტინოიდებით და კალციუმით მდიდარი საკვები. ადამიანის ორგანიზმში ზრდის მთავარ ფაქტორად A ვიტამინი ითვლება, ძვლის ზრდას ასევე ასტიმულირებს D ვიტამინი და კალციუმი.
„ტენტორიუმი“ გთავაზობთ ძალზე ეფექტურ ზრდის პროგრამას, რომელიც შედგება შემდეგი პროდუქტებისგან: „ხლებინა“, „ტენტორიუმ პლიუსი“, „აპი-სპირა“. ფუტკრის პროდუქტები, კერძოდ, ყვავილის მტვერი და ჭეო, შეიცავენ ცილებს, ნახშირწყლებს, ამინომჟავებს, ცხიმებსა და ვიტამინებს ისეთი პროპორციებით, რომ სრულად აღმოფხვრიან იმ პრობლემებს, რომლებიც ზრდაში ჩამორჩენას იწვევენ. აგრეთვე, უზრუნველყოფენ ორგანიზმის ენდოკრინული სისტემის გამართულ მუშაობას, დადებითად მოქმედებენ მეტაბოლიზმზე, ამაღლებენ იმუნიტეტს.
ტენტორიუმის სიმაღლეში ზრდისთვის რეკომენდებული პროდუქტებია: